უკვე მეორე წელია, Ad Black Sea-ზე თიბისი წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას გამოავლენს. 2023 წლის გამარჯვებული ლაშა კოტორაშვილი გახდა. წელსაც, გამარჯვებული სპეციალურად შერჩეულმა ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა. ნომინაციაში პირველობა შაკო ბრეგაძემ მოიპოვა, PBD Agency-დან. თიბისიმ, როგორც ნომინაციის წარმდგენმა, გამარჯვებულისთვის 10,000 ლარი გამოყო, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება, თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.
შეგახსენებთ, 12-14 სექტემბერს, ბათუმში, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea ტარდება, რომელიც საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და გასათობ აქტივობებთან ერთად, საკონკურსო ნაწილს აერთიანებს. ფესტივალის ისტორია 2015 წლიდან იწყება. წელს, მან 1300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.