in

რატომ უნდა დანიშნონ ბიზნესებმა ხელმძღვანელებად ახალგაზრდა თანამშრომლები?

ისეთი გამოწვევების მოგვარება, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, საჭიროებს ახლებურ მიდგომას. ასეთ რეალობაში, მთავარია, ახალი მიდგომების აღმოჩენის მიმართ ცნობისმოყვარეობა. ასევე გადამწყვეტია, რამდენად გვინდა და მზად ვართ, შევცვალოთ ჩვენი შეხედულებები და ქცევები, შედეგების მისაღებად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ მხრივ, ორგანიზაციებს ძალიან დიდი შეფერხება აქვთ. ხელისშემშლელი ფაქტორია ლიდერული სტრუქტურები, რადგან მათ, ვისაც შესაბამისი ძალაუფლება აქვთ, ზოგჯერ ცვლილებების სურვილი ნაკლებად გააჩნიათ. გამოცდილმა ლიდერმა უპირატესობა შეიძლება მიანიჭოს მოკლევადიან შედეგებს უფრო მეტად, ვიდრე გრძელვადიან სარგებელს. მეტიც, შეიძლება არ სურდეთ დაუპირისპირდნენ აზროვნების არსებულ მოდელებს. ამის საპირისპიროდ, ახალგაზრდა პროფესიონალები შეიძლება უფრო ღია იყვნენ ახალი გზებისთვის, რაც გრძელვადიან შედეგამდე მიიყვანთ. თუმცა, ისინი, როგორც წესი, არ არიან იმ პოზიციებზე, რომ განახორციელონ ხოლმე ცვლილებები თავიანთ ორგანიზაციებში.

კომპანიებს ხშირად მოუწოდებენ გაზარდონ ასაკობრივი მრავალფეროვნება თავიანთ თანამშრომლებში და უფრო გამოცდილი თანამშრომლები მეტად ჩართონ პროცესებში. ასაკობრივი მრავალფეროვნება ასევე უნდა გაიზარდოს სხვაგვარადაც: ხელმძღვანელ სტრუქტურებში საჭიროა ნაკლებად გამოცდილი ტალანტების ჩართვა, რათა გამოცდილება და ცნობისმოყვარეობა წონასწორობაში მოვიდეს. მრავალფეროვანი ლიდერობისკენ სწრაფვამ შეიძლება დააჩქაროს კომპანიების განვითარება მდგრადი მომავლის აშენების გზაზე.

ახალი გამოცდილების ძიება

ლიდერების გამოცდილებიდან გამომდინარე დაქირავება მიზანშეწონილია, თუ მოელით, რომ მომავალი გარემო წარსულის მსგავსი იქნება და თუ კომპანიის მიზანი სტაბილურ გარემოში ეფექტური ნავიგაციაა. თუმცა, დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველაფერი სწრაფად იცვლება და არასტაბილურობა მძვინვარებს, სხვანაირი მიდგომაა საჭირო. როდესაც გარემოება იცვლება, ძველი პარადიგმები არა მხოლოდ მოძველებულია – არამედ შეუძლიათ ხელი შეუშალონ პროგრესს სწორედ მაშინ, როდესაც სასწრაფოდ ახალი იდეები და აზროვნებაა საჭირო. კომპანიებს სულ უფრო მეტად ესაჭიროებათ ახალ ეტაპზე გადასვლის უნარი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ნაკლებად გამოცდილი ადამიანების ხელმძღვანელად მოყვანა დაგეხმარებათ საჭირო კრეატიულობისა და მოქნილობის განვითარებაში. ახალგაზრდა თაობა ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ახალი მნიშვნელოვანი თემების შესახებ, როგორიცაა გარემოსდაცვითი და მდგრადობის საკითხები. ახალგაზრდა ლიდერების ჩართვამ შეიძლება დააბალანსოს უფრო გამოცდილი ადამიანების სწრაფვა ნაკლებად სარისკო სტრატეგიებისკენ.

ეს ფაქტორები კომპანიის შედეგიანობაზე აისახება. კორპორაციული სიცოცხლისუნარიანობა კომპანიის გრძელვადიანი ზრდის პოტენციალის საზომია, რომელიც დამოკიდებულია მის შესაძლებლობებზე, შეისწავლოს ახალი გზები და განაახლოს სტრატეგია. კვლევებმა აჩვენა, რომ ასაკობრივად მრავალფეროვანი ხელმძღვანელი ჯგუფები უკეთესად არიან მომართულები მდგრადი ბიზნეს მოდელების ათვისებისკენ და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისკენ.

ამ მიმართულებით ბევრი ორგანიზაცია აქტიურობს. ისინი გასაქანს აძლევენ ახალგაზრდებს. გადიან კონსულტაციებს ახალგაზრდებთან და ისმენენ მათ მოსაზრებებს სტრატეგიის განსაზღვრის კუთხით. ეს შეიძლება დაეხმაროს გამოცდილ ლიდერებს ახალი იდეებისა და პერსპექტივების გაცნობიერებასა და თაობათაშორისი ხარვეზების გადალახვაში.

კომპანიებს შეუძლიათ ექსპერიმენტები ჩაატარონ ისეთ მოდელებზე, რომლებშიც გამოცდილი და ახალგაზრდა ლიდერები თანაბრად იქნებიან ანგარიშვალდებული და გადაწყვეტილების მიმღები ძალა. ეს შეიძლება გამოიხატოს თანა-ხელმძღვანელის მოდელში, რომელიც კვლევების მიხედვით, დადებით გავლენას ახდენს მართვაზე. წარმატება დამოკიდებულია თანა-ხელმძღვანელებზე, რომლებსაც აქვთ დამატებითი უნარები, კარგად განსაზღვრული პასუხისმგებლობები და მტკიცე ორმხრივი ვალდებულება.

მომავალი თაობის მენეჯმენტში მოხვედრის კიდევ ერთი გზაა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების ვერტიკალურად გამიჯვნა. ამის განხორციელების ერთ-ერთი ხერხი შეიძლება იყოს ორპალატიანი მმართველობა. ეს სტრუქტურა მოიცავს ქვედა პალატას, რომლის როლიც არის ახალი პოლიტიკის შეთავაზება და ზედა პალატას, რომელიც ან ამტკიცებს მათ, ან სთავაზობს ცვლილებებს. ამ პალატების წევრობა მოიცავს გამოცდილების სხვადასხვა დონეს.

ჰორიზონტალური განცალკევებისას იგება „დროებითი ბიზნეს ერთეულები“, რომელთაგან თითოეულს ევალება შესაძლებლობების განვითარება ან შეთავაზება სხვადასხვა დროით ჰორიზონტზე, თითოეული ბიზნესის სიცოცხლიუნარიანობის ეტაპის მიხედვით. უფროსი ხელმძღვანელობის როლი იქნება ამ განსხვავებული პერსპექტივების აწონვა და სინთეზი, რომლებიც შეიძლება დაუპირისპირონ ან შეაერთონ ერთმანეთთან.

მომავალი თაობის წარმომადგენლობის გაძლიერება შეიძლება დაჩქარდეს კომპოზიციური მიზნების ან წესების დაწესებით, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, რითაც ასაკობრივი მრავალფეროვნება იქნება უზრუნველყოფილი.

წყარო: HBR



როცა ყველა სკამი არაკომფორტული გეჩვენება

ნახეთ: ლეგენდარული ფოტოგრაფის საკულტო კადრები