in ,

Eurobest-ის გამარჯვებულები ცნობილია! ევროპის მთავარი სარეკლამო ჯილდოსთვის ორი ქართული გუნდი იბრძოლებს!

1-3 დეკემბერს ანტვერპენში, საქართველოს ღირსებას სააგენტო ლაივ ბრენდინგისა და ლივინგსტონის ახალგაზრდული გუნდები დაიცავენ!

eurobest1თბილისში, 13-14 ნოემბერს ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდა. პროექტში 10 ქართული კრეატიული სააგენტო იღებდა მონაწილეობას და მათ შორის საუკეთესო 11 კაცისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დღეს გამოავლინა.

ევრობესთი“  კანის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და აღიარებულია როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. ევრობესთი გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. ახალგაზრდული „ევრობესთი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება. შემდეგ კი მთელი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდები ევროპის პირველობისთვის იბრძვიან! საქართველოში ფესტივალის ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა და Marketer.ge

loudspeakersწელს ქართულ კონკურსში მონაწილეებს ადგილობრივი ინდი/ალტერნატიული ჯგუფ LOUDspeakers-ისათვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება დაევალათ. LOUDspeakers-ის მიზანია მათი შემოქმედების პოპულარიზაცია ევროპის ქვეყნებში და ევროპის მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობა. სწორდ ამ დავალებაზე იმუშავეს ახალგაზრდებმა 36 საათის განმავლობაში და გამოვლინდა ორი საუკეთესო გუნდი, რომელიც საქართველოს სახელით მონაწილებას მიიღებს ანტვერპენში დაგეგმილ ევრობესთზე 1-3 დეკემბერს.

გთავაზობთ, შეჯიბრში მონაწილე სააგენტოების ნამუშევრებსა და დავალებას. შეგახსენებთ, რომ კონკურსში 29 წლამდე ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ მონაწილეობას:

Eurobest Listing

ბრიფის სანახავად:

http://bit.ly/1RXsQuk

ყველა ნამუშევრის გადმოსაწერად მიყევით ბმულს:

http://bit.ly/20VigtS

16-21 ნოემბერი, გლობალური მეწარმეობის კვირეული საქართველოში

“The North Face”-ის უნიკალური ვირტუალური რეალობა