in

რა ხდება, როდესაც ბიზნესგადაწყვეტილებებში ახალგაზრდა ლიდერები ერთვებიან

თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში მნიშვნელოვანია ახლებური მიდგომა, სიახლეებთან ადაპტირება. ძველი მიდგომა კომპანიებს ნაკლებად ეხმარებათ ახალი გამოწვევების დაძლევის პროცესში, თუმცა რამდენი იაზრებს ამას?

ორგანიზაციებისთვის მათი ამჟამინდელი სტრუქტურები, როგორც წესი, ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია. ისინი ძველ მოცემულობაზე არიან მორგებულები და უძნელდებათ ახლანდელ საჭიროებებზე გადმოწყობა. მაინც, როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, თუ ვინ უხელმძღვანელოს კომპანიაში მიმდინარე პროცესებს? ლოგიკურია, ვთქვათ, რომ გამოცდილმა ადამიანებმა, რომლებსაც უკვე ბევრი უნახავთ და ხანგრძლივი დროის მანძილზე. თუმცა, ამ მიდგომას ერთი დიდი მინუსი აქვს, ყოველ ახალ სიტუაციასთან გამკლავებას არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა უკვე ნაცადი მიდგომით ცდილობს. ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, ხელმძღვანელები უფრო მოკლევადიან მიზნებზე არიან ორიენტირებულები და არ რისკავენ ახალ მიდგომაზე გადასვლას, გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.

ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება კი ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს – გარდა პოზიციური გადაადგილებისა, ახალი სტრატეგიული ხედვისა და გეგმებისა, ესაა მენტალური განახლება, რაც ყველაზე მეტად უძნელდებათ კომპანიებს. თუმცა, აქამდე აქცენტი, უმეტესად გამოცდილ ადამიანებზე გვქონდა. შესაძლოა სურათი სრულიად განსხვავებული იყოს, თუკი ხელმძღვანელ სტრუქტურაში ახალგაზრდები მეტად ჩაერთვებიან. ახალგაზრდები ბევრად ხშირად არიან მზად ცვლილებებისთვის და არსებულ გამოწვევებს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ.

საინტერესოა, რომ მსოფლიო შრომით ბაზარზე, კომპანიებში სულ უფრო მეტად იზრდება განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის დაქირავებისკენ. მათ მოუწოდებენ, უფრო გამოცდილი ადამიანები დაიქირაონ, ასაკის მიუხედავად. თუმცა, რამდენად აქცევენ ყურადღებას ხელმძღვანელობაში ახალგაზრდების ჩართვას? ესეც ხომ ასაკობრივი მრავალფეროვნებაა. ახალგაზრდების გადაწვეტილების მიმღებ გუნდში ჩართვა სასარგებლოა. ისინი გამოცდილებას გამბედაობასა და ცნობისმოყვარეობას უპირისპირებენ. თაობათა მრავალფეროვნება კომპანიას მდგრადობის შენარჩუნებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ეხმარება.

თუკი ხელმძღვანელებს გამოცდილებით დაიქირავებთ, უნდა გააცნობიეროთ, რომ ისინი გადაწყვეტილებებს არსებული გამოცდილების საფუძველზე მიიღებენ. ისინი უფრო მეტად არიან მიმართულნი სტაბილურ გარემოში ნავიგაციაზე. თუმცა, სტაბილური გარემო მართლაც დიდი ფუფუნებაა ამ დროში, როდესაც ცვლილებები ყოველდღიურად მიმდინარეობს და გამოცდილებაზე არანაკლებ სარგებლიანი ახალი ხედვაა, რომელიც გაუკვალავ გზაზე გაიყვანს კომპანიას.

ახალი რეალობის პირობებში, ძველი პარადიგმები ნაკლებად გამოდგება. პირიქით, ხელისშემშლელიც კი არის ხოლმე. კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების ხელმძღვანელ რგოლში მოხვედრა სასარგებლოა კრეატიული და მოქნილი ალტერნატივის მოძიებისას. ახალგაზრდებს მოაქვთ ცნობისმოყვარეობა, მნიშვნელოვანი ტენდენციების ძიების ჩვევა. ისინი ყურადღებას ახლანდელ ტენდენციებზე ამახვილებენ. ახალგაზრდების ჩართვით, კომპანიები აბალანსებენ სტაბილური, ნაკლებრისკიანი სტრატეგიებისკენ სვლას.

რაც მთავარია, ყოველივე ეს კომპანიის შედეგიანობაზეა პასუხისმგებელი. კომპანიამ, რომელიც გრძელვადიან შედეგებზეა მომართული, უნდა იზრუნოს ამ მიმართულებაზე, შეისწავლოს ალტერნატიული გზები, ეძებოს ახალი გადაწყვეტილებები. მრავალფეროვანი ასაკობრივი კონტიგენტი ხელმძღვანელ ჯგუფებში ხელს უწყობს ბიზნესის მდგრადი მოდელის შემუშავებას.

ეს მიდგომა ბევრი კომპანიისთვის საინტერესოა. საუკეთესოა, როდესაც გამოცდილი ლიდერები ახალგაზრდა თაობისგან სწავლისთვის მზაობას აცხადებენ. ორგანიზაციები ხელს უწყობენ ახალგაზრდებს, უსმენენ მათ და იზიარებენ მოსაზრებებს სტრატეგიის გარშემო. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება იყოს ექსპერიმენტებით სავსეც. მაგალითად, ახალგაზრდები და გამოცდილი სპეციალისტები ერთობლივად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღებაში. წარმატება კი მათი გუნდური პროდუქტი იქნება – განაწილებული, კარგად განსაზღვრული პასუხისმგებლობების შედეგი.

წყარო: HBR



Google Maps-ს ახალი AI ხელსაწყოები ემატება

როგორ იცვამდნენ Halloween-ზე ბოლო 20 წლის მანძილზე? – ფოტოპროექტი