„Cannes Lions 2017”-ის ახალგაზრდული კონკურსი სტარტს 1-ელ აპრილს აიღებს, ღონისძიებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო! პროექტის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group).
ახალგაზრდულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სარეკლამო და ციფრულ სააგენტოებში დასაქმებულ 31 წლამდე ახალგაზრდებს. ასევე, კატეგორიაში – „ახალგაზრდა მარკეტერი” მონაწილეობას შეძლებენ ადგილობრივი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტში დასაქმებული ახალგაზრდები. [სრული ინფორმაცია წესებზე]
გაიარე რეგისტრაცია:
1. ციფრული კამპანია
2. ბეჭდური რეკლამა
3. ვიდეო რეკლამა
4. დიზაინი
5. ახალგაზრდა მარკეტერი
ახალგაზრდა კონკურსს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური ეყოლება. უკვე ცნობილია ხუთივე კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტები.











