in ,

კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე რეგისტრაცია დაიწყო!

სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის „Cannes Lions 2017”-ის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი, თბილისში სტარტს 1-ელ აპრილს აიღებს. ღონისძიების გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group), რომლის მხარდაჭერით კონკურსი გაიმართება ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში და, შესაბამისად, ხუთი გამარჯვებული გუნდი 2017 წლის ივნისში საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით მსოფლიოს საუკეთესო ტიტულისთვის იბრძოლებს. “Cannes Lions”-ის ახლაგაზრდული კონკურსი საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. წელს, ქართული სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგის ახალგაზრდა ტალანტები დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

„Cannes Young Lions 2017”-ის ახალგაზრდულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სარეკლამო და ციფრულ სააგენტოებში დასაქმებულ 31 წლამდე ახალგაზრდებს. ასევე, კატეგორიაში – „ახალგაზრდა მარკეტერი” მონაწილეობას შეძლებენ ადგილობრივი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტში დასაქმებული ახალგაზრდები. კონკურსი 1, 2 და 8 აპრილს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. კონკურსანტები მიიღებენ დავალებას, რომლის შესასრულებლადაც 24 საათი ექნებათ. ნამუშევრებს როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო მაღალი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს და თითო კატეგორიაში ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედალოსნებს გამოავლენს. ოქროს მედალის მფლობელი 5 გუნდი კი ივნისში საფრაგეთში, კანის ფესტივალზე საქართველოს სახელით წარდგება.


ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • კონკურსანტი უნდა იყოს არაუმეტეს 30 წლისა, ანუ დაბადებული 1986 წლის 25 ივნისის შემდეგ;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. საბოლოო ნამუშევრები ინგლისურ ენაზე ბარდება (ადგილობრივი ჟიურის გარდა კონკურსს ჰყავს საერთაშორისო სარეკლამო ბაზარზე მოღვაწე მოწვეული ჯიურის წევრები);
  • იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ კატეგორიებში – ბეჭდური რეკლამა, დიზაინი, ციფრული კამპანია და ვიდეო რეკლამა, დასაქმებული უნდა იყოთ სარეკლამო/ციფრულ სააგენტოში;
  • იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ახალგაზრდა მარკეტერის კონკურსში, დასაქმებული უნდა იყოთ ადგილობრივი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში (ამ კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები);
  • გუნდი შედგება 2 ადამიანისგან, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ დამსაქმებელ კომპანიას;
  • თითო გუნდს/ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსები სხვადასხვა დროს ტარდება;
  • ბეჭდური რეკლამის, ვიდეო რეკლამის, დიზაინის და ციფრული კამპანიის კონკურსებში მონაწილეობა ფასიანი და განისაზღვრება 200 ლარით თითო გუნდზე. ACAG-ს (საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია) წევრ სარეკლამო კომპანიებს უფლება აქვთ უსასყიდლოდ წარადგინონ თითო გუნდი თითოეულ კატეგორიაში;
  • ახალგაზრდა მარკეტერის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას უსასყიდლოდ;
  • კონკურსში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის;

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

  • თუ აკმაყოფილებთ ყველა ზემოხსენებულ კრიტერიუმს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც დაიდება 13 მარტს კანის წარმომადგენლობის ოფიციალურ Facebook ჯგუფში, სადაც მიუთითებთ თქვენი და თქვენი გუნდის წევრის პირად მონაცემებს და თქვენი დამსაქმებლის სახელს;
  • რეგისტრაციის დასრულებამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებთ დასტურს კონკურსში მონაწილეობაზე და ინფორმაციას ტექნიკურ დეტალებზე;

ახალგაზრდული ფესტივალის ჟიურის, შეფასების, ბრიფების და სხვა ტექნიკური დეტალების გასაცობად გადმოწერეთ სრული ბროშურა. Cannes-Lions-2017-Info-In-Georgian

როგორ “მოიპარა” ქენდალ ჯენერმა Elle King–ის ხმა? – Estеe Lauder

“მე ვარ თი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ბოტი და ვეცდები, ჩემი რობოტული ჭკუით დაგეხმარო” – TBC Ti Bot