25
Mar
2019

“კანის ლომები 2019”-ის ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!

25 Mar 2019

საქართველოში, Cannes Lions 2019-ის ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევი კონკურსი, წელს, 5 კატეგორიაში ჩატარდება: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი, დიზიანი და ფილმი. მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს ორი წევრისგან. გუნდის ორივე წევრი დაბადებული უნდა იყოს 1988 წლის 22 ივნისის შემდეგ, ასევე უნდა იყვნენ დასაქმებულები ერთსა და იმავე ორგანიზაციაში. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 12-14 აპრილს. ACAG-ის წევრი სააგენტოებისათვის მონაწილე პირველი გუნდის დარეგისტრირება უფასოა, მეორე და მესამეს დამატების შემთხვევაში თითო გუნდზე – 150 ლარი. ACAG-ის არაწევრი სააგენტოებისთვის თითო გუნდის რეგისტრაცია ღირს 300 ლარი. მარკეტერის კატეგორიაში მონაწილეობის ღირებულებაა – 100 ლარი. 

სიახლეა სარეგისტრაციო პროცედურაში. აპლიკაციის შევსებისას, წელს, უკვე შეგიძლიათ თქვენს გუნდს სახელიც დაარქვათ.

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: https://bit.ly/2JFzqwb

რეგისტრაცია დასრულდება ოთხშაბათს, 3 აპრილს, ღამის 12 საათზე.

Cannes Lions-ის ახალგაზრდული ფესტივალი, საქართველოში, პირველად, 2015 წელს ჩატარდა. „კანის ლომების“ ადგილობრივი წარმომდგენლობის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

განხილვა