20
Apr
2019

Young Lions Georgia 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

20 Apr 2019

Young Lions Georgia 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი გუნდები 5 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდა. დაჯილდოების ცერემონია 20 აპრილს, მულტიფუნქციურ სივრცე რესპუბლიკაში” გაიმართა.

გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით:

დიზაინი

ოქრო: ლადო მალაზონია, სანდრო ლალიაშვილი, JWT Metro

ვერცხლი: მარიამ გოგოძე, მეკო ჭიკაძე, WINDFOR’S

ბრინჯაო: გიო ბრეგვაძე, ანუკი კონიაშვილი, Holy Motors

Digital

ოქრო: ემილი ქორიძე, მურთაზ ფურცხვანიძე, Leavingstone

[ნამუშევრის ნახვა]

ვერცხლი: ალექს ჩიქოვანი, ნუცა ტოგონიძე, JWT Metro

[ნამუშევრის ნახვა]

ბრინჯაო: ლევან სირბილაძე, ირაკლი ნადირაშვილი, Betterfly DDB

[ნამუშევრის ნახვა]

ფილმი

ოქრო: გურამ ასათიანი, ლუკა გაგლოშვილი, Followfox

ვერცხლი: რამაზი დავითური, გიორგი ახვლედიანი, Redberry Production

ბრინჯაო: მინდია არაბული, თათია დოლიძე, Formula Creative

პრინტი

ოქრო: ნიკა ხუნდაძე, მარი გვახარია, Mr.Wolf

ვერცხლი: სოფო პოპიაშვილი, თორნიკე ჩოხელი, Watergunz

ბრინჯაო: აკო რეხვიაშვილი, ირა კიმბერგ, BOG Agency

ბრინჯაო: ნანკა ბაღათურია, ნინჩო ბალანჩივაძე, Leavingstone

მარკეტერი

ოქრო: გიორგი გვენეტაძე, ცოტნე ჭანკოტაძე, adjarabet.com

[პრეზენტაცია, ბრიფი]

ვერცხლი: ეკო ჩუბინიძე, ნინო დათიაშვილი, Otakhi

[პრეზენტაცია, ბრიფი]

ბრინჯაო: ვასკა ჩუბინიძე, გიორგი ტაბატაძე, Jujuna

[პრეზენტაცია, ბრიფი]

დაჯილდოების ცერემონიაზე, ასევე, ცნობილი გახდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელის ვინაობა. წელს, ეს ჯილდო, საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S-ის დამფუძნებელმა, ვატო ქავთარაძემ მოიპოვა.

დაჯილდოების პირველი ნაწილი ინსპირაციულ გამოსვლებს დაეთმო, რომლის ფარგლებში მოწვეული იყო სამი საერთაშორისო სპიკერი: ერიკ კესელსი , სანდრა ბოლდი და ანდრეს ვერგარა. გამარჯვებულები კი ღონისძიების მეორე ნაწილში დაასახელეს

კანის კრეატიული ფესტივალის ადგილობრივ ახალგაზრდულ კონკურსზე Young Lions Georgia 2019 ქართული სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგის ახალგაზრდა ტალანტები  დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ადგილობრივი კონკურსის ფარგლებში, გუნდებს მიეცათ ბრიფები სოციალურ თემატიკებზე, რომელზეც დისტანციურად იმუშავეს. ბეჭდური რეკლამის, დიზაინის, ციფრული კამპანიისა და მარკეტერის კატეგორიის კონკურსანტებს 24 საათი ჰქონდათ ნამუშევრების ჩასაბარებლად, ფილმის კატეგორიის კონკურსანტებს – 48 საათი.

საქართველოს ისტორიაში Young Lions Georgia-ს შესარჩევი ტური პირველად, 2015 წელს ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 11-მა გუნდმა მიიღო. მას შემდეგ, ყოველწლიურად, იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. 2016 წელს, კონკურსზე 106 გუნდი დარეგისტრირდა, 2017-ში – 116, 2018-ში – 168, წელს კი რეკორდულმა რაოდენობამ  – 173-მა გუნდმა იასპარეზა.

კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერია თიბისი ბანკი. 2019 წელს დაგეგმილი ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერები არიან: Beeline, Adjarabet.com, USAID-ის პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, რომელსაც ახორციელებს CENN, Socar Georgia. მედია მხარდამჭერია Marketer.ge.

Young Lions Georgia 2019-ზე ოქროს მფლობელი გუნდები, 17-21 ივნისს, კანის რეკლამის ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებენ.

განხილვა