in

კანის ლომების ახალგაზრდულ შეჯიბრზე მონაწილეები დავალებებს 28 აპრილს მიიღებენ!

საქართველო კანის კრეატიული ფესტივალის მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადება. ადგილობრივი ახალგაზრდული შეჯიბრისთვის მზადება უკვე აქტიურად მიმდინარეობს! წლევანდელ შეჯიბრზე მონაწილე გუნდების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ადგილობრივი პირველობისთვის 196 გუნდი იბრძოლებს. დავალებებს გუნდები 28 აპრილს, 19:00 საათზე მიიღებენ. შესარჩევი კონკურსი წელს 4 კატეგორიაში ჩატარდება: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი. ადგილობრივი ახალგაზრდული შეჯიბრის გამარჯვებულები ქვეყნის სახელით საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრებიან და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ.

ადგილობრივი ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი, apeople, Tegeta.

წელსაც, კანის ლომების ფესტივალის ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, მოხდება კანდიდატების წარდგენა, რომელთაგან რჩეულს გადაეცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო. ჯილდო გადაეცემა ადამიანს, ვისაც განსაკუთრებული ამაგი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში.

28 აპრილს, ახალგაზრდული შეჯიბრის მონაწილეები და ორგანიზატორები ერთმანეთს შეხვდებიან და დეტალურად გაეცნობიან წესებსა და დავალებას. გამარჯვებული გუნდები კი მაისის დასაწყისში გამოვლინდებიან და ივნისში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესოებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, Cannes Lions-ის ახალგაზრდული ფესტივალი, საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. „კანის ლომების“ ადგილობრივი კონკურსი წელს მერვედ იმართება. პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge

მეცნიერებმა სმენის აღდგენის საშუალებას მიაგნეს — კვლევა

Nvidia-მ AI ხარვეზების აღმოსაფხვრელად ღია კოდის ხელსაწყო შექმნა