in

კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრი დაიწყო! — მონაწილეებმა დავალებები მიიღეს

როგორც უკვე იცით, საქართველო კანის კრეატიული ფესტივალის მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადება. წლევანდელ შეჯიბრზე მონაწილე გუნდების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა — ადგილობრივი პირველობისთვის 201 გუნდი იბრძოლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრეატიული ინდუსტრია სულ უფრო მეტად ვითარდება.

ხოლო დღეს, 28 აპრილს, მონაწილეებმა დავალებები მიიღეს, კონკურსის 4 კატეგორიისთვის: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი. ამ ოთხ კატეგორიას შორის ყველაზე მეტი, 92 გუნდი პრინტის მიმართულებით დარეგისტრირდა; დიჯიტალის — 40; ფილმის — 40; მარკეტერის — 29. აქვე გეტვით, რომ მაისის დასაწყისში თითოეულ კატეგორიაში 3-3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, პირველი ადგილის მფლობელები კი ივნისში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესოებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

თავის მხრივ ამას თან სდევდა ტრადიციული „ფიცის დადება“, რათა მონაწილე გუნდებმა „სიფხიზლის უკანასკნელ წამამდე იბრძოლონ ბრიფზე გამარჯვებისთვის“!

ადგილობრივი ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი, apeople, Tegeta.

წელსაც, კანის ლომების ფესტივალის ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, მოხდება კანდიდატების წარდგენა, რომელთაგან რჩეულს გადაეცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო. ჯილდო გადაეცემა ადამიანს, ვისაც განსაკუთრებული ამაგი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში.

შეგახსენებთ, Cannes Lions-ის ახალგაზრდული ფესტივალი, საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. „კანის ლომების“ ადგილობრივი კონკურსი წელს მერვედ იმართება. პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge

თიბისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში – სტრატეგიული პარტნიორობის ერთი წელი და რეალური ისტორიები

ვინ შეაფასებს Young Lions 2023-ის ლოკალური კონკურსის ნამუშევრებს?