21-30 მარტს საქართველო კანის ლომების ახალგაზრდულ კონკურსს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია კანის ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტებს, რომლებიც კანის ფესტივალზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.
შეჯიბრის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი ბანკი, apeople, PSP, Tegeta Motors & Geely, McDonalds, ბორჯომი და წყალი ბაკურიანი. პროექტის გენერალური მედია პარტნიორია Marketer.ge.
წელს ადგილობრივი კონკურსი ხუთ კატეგორიაში ჩატარდება: Print, Film, Digital, Marketer, PR. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფესტივალის სრულ, ერთკვირიან საშვს და ავიაბილეთებს (გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ცხოვრების ხარჯებს კონკურსი არ ფარავს).
კანის ლომების ფესტივალის ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო წელსაც გადაეცემა წარდგენილი კანდიდატებიდან საუკეთესოს, ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- სარეკლამო/კრეატიულ სააგენტოებში დასაქმებულ ადამიანებს
- სხვადასხვა კომპანიაში/ბრენდში მომუშავე შემოქმედებით გუნდებს
- სტუდენტებს (საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით)
ძირითადი წესები:
- გუნდი უნდა შედგებოდეს მხოლოდ 2 წევრისგან
- ორივე წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ორგანიზაციას (კომპანიას, სააგენტოს ან უნივერსიტეტს)
- თითოეულ კომპანიას თითო კატეგორიაში მაქსიმუმ 6 გუნდის დარეგისტრირება შეუძლია.
- ერთ გუნდს შეუძლია დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ კატეგორიაში.
სარეგისტრაციო გადასახადი:
- ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის: პირველი გუნდის რეგისტრაცია უფასოა, ყოველი მომდევნო გუნდის რეგისტრაცია — 300 ლარი (Print, Film, Digital ან PR)
- არაწევრი სააგენტოებისთვის: თითო გუნდი — 350 ლარი (Print, Film, Digital ან PR)
- სტუდენტებისთვის: თითო გუნდი — 150 ლარი (Print, Film, Digital ან PR)
- გამონაკლისია მარკეტერების კატეგორია: კატეგორია „მარკეტერში“ არ არის ნებადართული კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისა და ფრილანსერების/სტუდენტების მონაწილეობა; დაიშვებიან მხოლოდ კომპანიის/ბრენდის წარმომადგენლები, თითო გუნდი — 200 ლარი.
კონკურსში მონაწილეობისთვის გუნდის ორივე წევრი უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ბმულზე:
Print
PR
Marketer
Film
Digital
პროცედურა და ვადები
რეგისტრაციის შემდეგ, მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ საბანკო რეკვიზიტებს. ანგარიშსწორების შემდეგ კონკურსში თქვენი მონაწილეობა საბოლოოდ დადასტურდება და მიიღებთ მოწვევას Facebook-ის დახურული ჯგუფიდან. სწორედ ამ ჯგუფში გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას წესებსა და ბრიფის შესახებ (20 მარტი).
კონკურსის გახსნის ცერემონიას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს — დეტალურ ინფორმაციას დარეგისტრირებული გუნდები მიიღებენ.
კონკურსის განრიგი:
- 9 მარტი, 23:59 საათი: ჟიურის წევრობის მსურველთა რეგისტრაციის დასრულება
- 16 მარტი, 23:59 საათი: გუნდების რეგისტრაციის დასრულება
- 20 მარტი: ღონისძიების გახსნის ცერემონია და დაბრიფვა
- 21-23 მარტი: საკონკურსო დღეები
- 24-26 მარტი: ნამუშევრების შეფასება
- 27 მარტი: დაჯილდოების ცერემონია
- 30 მარტი: საერთაშორისო კონკურსზე რეგისტრაცია
- 22-26 ივნისი: Cannes Lions საერთაშორისო კონკურსი
მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმები
- მონაწილეები უნდა იყვნენ 18-დან 30 წლამდე ასაკის 2026 წლის 26 ივნისისთვის (დაბადებული 1995 წლის 26 ივნისს ან მას შემდეგ)
- აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი ან ჰქონდეს მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი საქართველოში.
გახდი ჟიურის წევრი
თუ გსურთ, იყოთ Young Lions Georgia 2026-ის კონკურსების ჟიური, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
*დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
კონტაქტი
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: [email protected].











