26
Jun
2019

გლობალური პრობლემების გადაჭრის ყველაზე კრეატიული გზები – ყმაწვილლომების ნამუშევრები კანიდან

26 Jun 2019

კანის რეკლამის რიგით 66-ე ფესტივალი დასრულდა და შეგვიძლია, ის სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილი ნამუშევრები გაგიზიაროთ, რომლებიც წელს, კანში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ლომებმა, სხვადასხვა კატეგორიაში შექმნეს. წარმოგიდგენთ, 5 კატეგორის 3-3 გამარჯვებულ ნამუშევარს, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომებით დაჯილდოვდნენ და ასევე, ქართველების ნამუშევრებს.

FILM-ის დავალება იყო იმ აზრის გავრცელება, რომ სოციალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად მიუღებელი იყოს, ადამიანები ისხდნენ და უყურებდნენ ბუნების განადგურებას. მთავარი გზავნილი იყო: „თქვენ ბოლო თაობა ხართ, რომელსაც შეუძლია, კაცობრიობის ისტორია შეცვალოს“.

 

 

Design-ის კატეგორიაში მონაწილეებს WWF-ის სიმბოლო უნდა შეექმნათ, რომელიც სხვადასხვა კონტინენტის გადაკვეთით, მრავალ ენაზე იქნებოდა გასაგები და წარმოაჩენდა, ამ გლობალური ახალგაზრდული მოძრაობის მოტივს. გზავნილი იყო ის, რომ WWF გეძახის მოქმედებისთვის, რომლითაც ბუნებასა და კლიმატს დაიცავ!

ბრინჯაო – ბრაზილია

ვერცხლი – უკრაინა

 

ოქრო – რუსეთი

MEDIA – ამ კატეგორიაში მოცემული დავალების მიხედვით, ახალგაზრდა ლომებს უნდა მოეფიქრებინათ კამპანია, რომლითაც ერთმანეთთან ქალ ლტოლვილებსა და ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ადამიანებს დააკავშირებდა, გზავნილით: „მსოფლიოში, სადაც გვაიძულებენ, რომ გავხდეთ ისინი, ვინც არ ვართ, მარტივია, დავივიწყოთ, როგორი უნიკალურები ვართ“.

ოქრო – კოლუმბია: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477928823172

ვერცხლი – სამხრეთ კორეა: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477929093991
ბრინჯაო – ავსტრალია: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477945905010

Print-ის კატეგორიის დავალების მიხედვით, ყმაწვილლომებს ნამუშევარი უნდა შეექმნათ 2019 წლის ზამთრისთვის, რომელიც ცნობადობას იმ პრობლემებზე გაზრდიდა, რომლის წინაშეც, დღეს, პლანეტა დგას და ადამიანებს WWF-თან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მოუწოდებდა. მთავარი გზავნილი არის: „მომავალი შობა სწორედ ის პერიოდია, როცა ერთმანეთს მოულოდნელი და ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრები უნდა გავუკეთოთ – ერთმანეთისთვის ცხოველებზე ზრუნვის შესაძლებლობის მიცემით“.

ვერცხლი – უკრაინა

ოქრო – რუსეთი

მარკეტერების კატეგორიაში: დავალება იყო განათლების წარმოჩენა, როგორც გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებელი სწორი გზა, პასუხი მსოფლიოს ყველაზე კომპლექსურ საკითხებზე.

ოქრო – ბელგია: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477357934060;
ვერცხლი – პუერტო რიკო: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477357165984
ბრინჯაო – სამხრეთ ხორეა: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477357745698

რაც შეეხება ციფრულ კატეგორიას, დავალება იყო, რომ მილენიალებისთვის მოეწოდებინათ, რომ WWF-ში გაწევრიანებულიყვნენ, პლანეტის გადასარჩენად ბრძოლაში.
ბრინჯაო – ფილიპინები
ვერცხლი – ნორვეგია

ოქრო – დანია

PR კატეგორიაში შეჯიბრი ეხებოდა ტყის დაცვას. საკვები, რომელსაც ვიღებთ, ბუნებას ანადგურებს ისე, რომ არც კი ვიცით. მთავარი გზავნილი იყო: „შეწყვიტეთ საკვების, როგორც ჩვენი პლანეტის გარშემო ტყეების განადგურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქცევა“.

ოქრო – იაპონია: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477944420102
ვერცხლი – ფინეთი: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477944788422
ბრინჯაო – ჰონგ-კონგი: https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477937575230

მიუხედავად იმისა, რომ წელს, ქართველი ყმაწვილლომების ნამუშევრები ჟიურის რჩეულებს შორის ვერ მოხვდა, ჩვენ მაინც გაგიზიარებთ მათ იდეებს და თავად შეაფასეთ:

Film

Design

PRINT

Young Marketers

https://canneslions.app.box.com/s/b839nqxrhgw0ypya1hzr0zg6ppix7prm/file/477129996513

Digital

ბოლო 5 წელია, საქართველო კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა. შეჯიბრება ჯერ საქართველოში, 5 კატეგორიაში იმართება და საუკეთესო 5 ნამუშევარი – 10 ყმაწვილლომი, საქართველოს სახელით ებრძვის მსოფლიო შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ყველა ნამუშევრის სანახავად, მიჰყევით ბმულს.

განხილვა