6
May
2015

როგორ ჩაიარა Young Lions Georgia-მ? სრული მიმოხილვა

6 May 2015

წელს პირველად საქართველოში კანის Young Lions კონკურსი ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს პირველად საქართველოს სარეკლამო სფეროში მოღვაწე ნიჭიერ ახალგაზრდებს  გლობალურ ასპარეზზე შეჯიბრის საშუალება მიეცემათ. ღონისძიებას იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა.

11102951_496078060546328_1679850517223994826_o

 

5 მაისს ოფიციალურად გახდა ცნობილი გამარჯვებული წყვილის ვინაობა. ოქროს მფლობელი სააგენტო ვინდფორსი გახდა, რომლის გუნდიშიც დიმიტრი ვაჩნაძე (კოპირაიტერი) და ზაქარია მეტრეველი (დიზაინერი) იყვნენ. [სრული სია და ნამუშევრები] გამარჯვებულები  20 ივნისს საქართველოს სახელით გაემგზავრებიან კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე და მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ გუნდებს დაუპირისპირდებიან!

მარკეტერი დიმას და ზაზას ესაუბრა: 

11156264_496098377210963_5354335718546812397_n“შეზღუდული ვადები და ექსტრემალური პირობები უცხო არ ყოფილა. მსგავს ვითარებაში მუშაობა ყოველდღე გვიწევს, კლიენტებმა შეგვაჩვიეს. რაც ყველაზე მეტად დაგვეხმარა, ერთმანეთთან შეთანხმებულობაა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთად ვმუშაობთ და ამ ხნის განმავლობაში უამრავი პროექტი, მათ შორის სხვადასხვა კომპანიის ბრენდინგი გაგვიკეთებია ერთად. ხშირ შემთხვევაში ჩვენი აზრები ემთხვევა, დაახლოებით ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ეს ხელს გვიწყობს.

WINDFOR’S-ში ყოველთვის იმაზე მაღალ ზღვარს ვუწესებთ საკუთარ თავს ვიდრე კლიენტი ითხოვს. ვცდილობთ, რომ ჩვენს შეთავაზებულ იდეას სხვადასხვა მედიაში გაშლის რესურსი ჰქონდეს, იყოს ცოცხალი და თვითმყოფადი. ამ შემთხვევაშიც იგივეს შევეცადეთ. ალბათ სწორედ ეს დაინახეს და დააფასეს ჟიურის წევრებმა.

კანის ფესტივალი სარეკლამო სფეროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც ამ სფეროში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ადამიანები იკრიბებიან. ახლა კი იქ მოხვედრის და იქიდან ჯილდოს ჩამოტანის საშუალება მოგვეცა და ამისთვის მადლობას ვუხდით Cannes Young Lions Georgia-ს ორგანიზატორებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Young Lions Competition-ზე მონაწილეობის მისაღებად  ქართველი დელეგატები მიდიან. მართლაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მეც და ზაზაც და კიდევ ერთხელ შევეცდებით „დავამკვიდროთ საქართველო მსოფლიო კრეატივის რუკაზე“.

კონკურსი საქართველოს სარეკლამო სააგენტოების გაერთიანების ორგანიზებით განხორციელდა და მასში 14 სარეკლამო სააგენტოდან 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას .

კონკურსის ბრიფი თავისთავად ძალიან საინტერესო იყო. კონკურსანტების დავალება იყო, მოეფიქრებინათ ვიზუალური იდენტობა დედამიწისთვის. როგორც ბრიფის ერთ-ერთი თანაავტორი, წლების განმავლობაში ბანკ კონსტანტას მარკეტინგის დირექტორი და ამჟამად ვიდეო თამაშების კომპანია – “გიზგიზას” დამფუძნებელი და CEO – ლაშა გოგუა გვიყვება, მათი მიზანი იყო, ბრიფი ყველა მონაწილისთვის უნივერსალური, ჩარჩოების გარეშე და უცხოელებისთვისაც გასაგები ყოფილიყო. “სრული თავისუფლების გამო, ბრიფის მოკლე დროში დამუშავება კიდევ უფრო ართულებდა დავალებას” – ამბობს ლაშა.

დავალების შეფასება სამი კრიტერიუმის მიხედვით ხდებოდა:

  • იდეა, კონცეპტი, კრეატიულობა, უნიკალური მიდგომა – 40%
  • შესრულება, ვიზუალი, ხელობა – 30%
  • განვითარება, რეალურ გარემოში გამოყენების მაგალითები – 30%

ლევან ლეფსვერიძენამუშევრები მონაწილე 14-მა სააგენტოს წარმომადგენელებმა, ჟიურის პრეზიდენტმა გია ბოხუამ და კანის ფესტივალიდან მოწვეულმა ჟიურიმ: Patrick Collister [Head of Design at Google] და Laura Jordan Bambach [President at D&AD ]-მა შეაფასეს.

“მე როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში თვალყურს ვადევნებდი კონკურსის მიმდინერეობას. კონკურენცია ნამდვილად ძლიერი იყო და მღელვარებაც იგრძნობოდა, ყველას, რა თქმა უნდა,  დიდი სურვილი ქონდა კანში გამგზავრების, მაგრამ იმ მომენტში ეს არ იყო მათი მოტივაცია. დავალებაზე მუშაობის დროს ყველაზე მეტად კონკურსანტებისგან ვგრძნობდი სურვილს, რომ დავალება ბოლომდე გაეაზრებინათ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოეყენებინათ და საუკეთესო შედეგი ეჩვენებინათ.   აცხადებს “ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი” და კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი – ლევან ლეფსვერიძე.

ეს ღონისძიება მნიშნველოვანია მთლიანად სარეკლამო ინდუსტრიისთვისაც. ერთის მხრივ, ხდება პოპულარიზაცია სფეროში დასაქმებული ადამიანების, დამკვეთი უკვე სააგენტოს აფასებს მიღწეული შედეგით და იზრდება ნდობა მათი პროფესიონალიზმის მიმართ. მეორე მხრივ,  სააგენტოებს შეუძლიათ შეაფასონონ რა მდგომარეობაა მათთან, რა უნდა გააუმჯობესონ და რა მიმართულებით არიან ძლიერები. ერთი სიტყვით, ეს ძალიან დიდი და ღირებული ინფორმაციაა დამკვეთისთვისაც და სააგენტოსთვისაც.

გამარჯვებული წყვილი კანში საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას და  დაესწრება საინტერესო ლექცია სემინარებს, სხვა მონაწილეებმა, ამ ფორმატში მუშაობის კარგი გამოცდილება მიიღეს.” – აცხადებს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აკო ახალაია.

10498629_496323917188409_1629504128758185506_o

კონკურსის გამარჯვებულების ოფიციალური დაჯილდოვება 24 მაისს,  წლის მთავარ მარკეტინგულ ღონისძიებაზე “სპოთლაითზე”  მოხდება.

წელს ახალგაზრდა ლომების შეჯიბრი მხოლოდ დიაზინის კატეგორიაში ჩატარდა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ წელს კონკურსს ახალი კატეგორიები დაემატება.

 

ავტორი: ნათია გოგია

განხილვა