in

კანის ლომების ადგილობრივ ახალგაზრდულ შეჯიბრზე რეგისტრაცია დაიწყო!

ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და ამჯერად, მხოლოდ 3 კატეგორიას უმასპინძლებს.

კანის ლომების ფესტივალის გადაწყვეტილებით, კრეატიული ინდუსტრია, წელს, კანის მაგივრად, ერთმანეთს ციფრულ სამყაროში გადაეკვეთება. ოფიციალური ფესტივალის თარიღებია – 21-25 ივნისი.

რაც შეეხება კანის ლომების ახალგაზრდულ შესარჩევ შეჯიბრს, ფორმატი საქართველოშიც ციფრული იქნება და ამჯერად, მხოლოდ 3 კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს.

ადგილობრივი შეჯიბრის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი და VISA.

ყველა კატეგორიის შეჯიბრი 7 მაისს დაიწყება. გამარჯვებული გუნდები კი, ივნისში, მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის ჩემპიონებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.

კანის ლომების ახალგაზრდულ შესარჩევ შეჯიბრზე რეგისტრაციის საბოლოო ვადაა – სამშაბათი, 4 მაისი, 19:00.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. 

აქვე, მოკლედ, წესებსაც გაგაცნობთ:

მთავარი წესი – გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა იყოს დასაქმებული. ასევე, სავალდებულოა, მონაწილე იყოს არაუმეტეს 31 წლისა, დაბადებული 1990 წლის 14 მაისის შემდეგ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კრეატიულ სააგენტოებს, აგრეთვე სხვა კომპანიაში მომუშავე შემოქმედებით გუნდებს. თითოეულ კომპანიას შეუძლია 3 გუნდის დარეგისტრირება.

შეჯიბრში მონაწილეობის ღირებულება:

საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] წევრებისთვის 1 გუნდის რეგისტრაცია უფასოა. 2 ან მეტი გუნდის რეგისტრაციის შემთხვევაში – 100 ლარი;

ასოციაციის არაწევრი სააგენტოებისა და სხვა ბიზნესკომპანიებისთვის ერთი გუნდის რეგისტრაციის ღირებულებაა 150 ლარი.

გადმორიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე – კომპანიებს.

შპს კანჯორჯია ID: 405194267 593 20 26 26
თიბისი ბანკი: GE24TB7401936020100005

მაღალტექნოლოგიური კონატქტური ლინზები – ალბათ, ისინი მალე სმარტფონებსაც ჩაანაცვლებს!

რჩევები, უფრო რეალისტურად რომ შეაფასო დრო, რომელიც გაქვს! – Harvard Business Review