in

Young Lions Georgia 2022-ის Film კატეგორიაში ოქროს ჯილდო Redberry-ს გუნდს ერგო

ჩვენ უკვე ვიცით, თუ ვინ გახდნენ ახალგაზრდა კანის ლომების გამარჯვებულები ყველა კატეგორიაში და ვინ იბროლებს პირველობისთვის კანში, საერთაშორისო ფესტივალზე. წელს film კატეგორიამ ბევრი საინტერესო ნამუშევარი იხილა, თუმცა გამარჯვება სააგენტო Redberry-მ მოიპოვა, რომელსაც წელს გიორგი ხუბულური და DAVE წარმოადგენდნენ.

Marketer გიორგის დაუკავშირდა და გამარჯვების შემდეგ პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა: 

M: როგორი იყო თქვენი პროგნოზი ფილმის კატეგორიაში გამარჯვებაზე, ელოდით თუ არა ოქროს „კანის ლომებზე”?

გამარჯვების მოლოდი არ გვქონია ნამდვილად, პირველად გამოვედით მეც და დეივიც ამ კატეგორიაში. თუმცა, როგორც ყველა მონაწილე ალბათ, ისე ჩვენც გულის სიღრმეში ვიმედოვნებდით, რომ საპრიზო ადგილი მაინც შეგვხვდებოდა.

M: თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს გამარჯვება თქვენთვის?

ზოგადად ნამდვილად არ ვიცი რას შეცვლის, თუმცა შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ თავდაჯერებულობა შემმატა. თავიდან ვყოყმანობდი მონაწილეობის მიღებაზეც, თუმცა მხოლოდ გამოცდილებისთვისაც კი ღირდა. 

M: როგორი იყო წლევანდელი ბრიფი ფილმის კატეგორიაში და როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?

საინტერესო და challenging ბრიფი იყო ნამდვილად. მუშაობის პროცესისას ემოციების roller coaster გავიარეთ. ხან გვიხაროდა, ხან გვეშინოდა, 24 საათში ყველანაირი ემოცია გამოვიარეთ. ბევრი სხვადასხვა იდეა გვქონდა სამუშაო პროცესისას სანამ საბოლოოზე შევჯერდებოდით. ზოგი მოგვწონდა, ზოგი არა, ზოგს არაუშავდა, ზოგი მხოლოდ იმიტომ უნდა გვეთქვა რომ შემდეგზე გადავსულიყავით. საბოლოო იდეამდე რომ მივედით, თავიდანვე მივხვდით ორივე რომ ამ იდეაზე მუშაობა გაგვიხარდებოდა და პირდაპირ აღსრულებაზე გადავედით. გაგვიხარდა, რომ ჟიურისაც მოეწონა.

M: ახლა როგორია თქვენი გეგმები და როგორ მოემზადებით საერთაშორისო კანის ლომების ფესტივალისთვის?

პირველ რიგში, ვიდეოს ედითინგი უნდა ვისწავლოთ. არცერთის პროფესია არ არის ეს და ცოტა რთული თულები რომ დაგვჭირდეს, არ გვინდა იდეების დონეზე შევიზღუდოთ ამ მხრივ. საერთაშორისო კონკურსზე კი ვიღებთ მონაწილეობას ახლა, თუმცა ის ღელვის და ნერვიულობის პროცესი, რაც აქ უკვე გავიარეთ, მგონია ნაკლებად გვექნება და მეტი შემართებით და თავდაჯერებულობით ვეცდებით საპრიზო ადგილის დაკავებას კანის ლომებზეც. 

წელს film კატეგორიის მხარდამჭერი იყო ბოდიშოპი.

სრული შედეგების სანახავად შეგიძლიათ, იხილოთ ბმული.

Young Lions Georgia 2022-ის Marketer კატეგორიის გამარჯვებულთა სამეული

„რა არის შენი დრაივი?“ – ნახეთ, როგორ შეიქმნა SOCAR-ის კამპანია