in

Young Lions Georgia 2022-ის მარკეტერის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

გუშინ, 5 მაისს, ახალგაზრდა კანის ლომების ფინალური დაჯილდოება გაიმართა, სადაც გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ესენია: print, marketer, film და digital. მარკეტერის კატეგორიაში სულ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, თუმცა ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა გუნდი თიბისიდან. ესენი არიან ქეთო შურღაია და საბა მიქაია, რომლებიც გამარჯვებისთვის უკვე კანში, საერთაშორისო კანის ლომებზე იბრძოლებენ. 

Marketer გამარჯვებულებს დაუკავშირდა და მათ შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა:

M: პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას და ამ თემითვე დავიწყებთ – როგორია „კანის ლომების” გამარჯვებულის სტატუსის ქონა და თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს მოვლენა თქვენთვის?

დიდი მადლობა! პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია ეს გამარჯვება. Young Lions-ის კონკურსს ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებდი ხოლმე თვალყურს, თუმცა წელს მეც და ქეთომაც პირველად გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება. განსაკუთრებით გვიხარია და გვეამაყება ისიც, რომ ამ გამარჯვებით შევძელით და მარკეტერების კატეგორიაში პირველი ოქროს მედალი მოვიპოვეთ თიბისის სახელით. აქვე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჟიურის და მთელ Young Lions-ის გუნდს ამ შესაძლებლობისა და გამოცდილებისთვის, – საბა მიქაია.

M: თქვენ ხართ მარკეტერის კატეგორიის გამარჯვებული. მოკლედ მოგვიყევით, რა იყო თქვენი დავალება და როგორ იმუშავეთ გუნდის წევრთან ერთად მასზე?

წელს, მარკეტერის კატეგორიაში მონაწილე გუნდებს დავალებად გვქონდა, რომ შეგვექმნა პროდუქტი ან პლატფორმა, რომელიც  ქართველ მოხალისეებს, რომლებმაც ბუჩაში საბავშვო ბაღის აშენება გადაწყვიტეს, დაეხმარებოდა საჭირო თანხის დონაციის გზით შეგროვებაში.პროდუქტი ან პლატფორმა იმ კომპანიაზე უნდა ყოფილიყო მორგებული, რომელსაც წარმოვადგენდით “კანის ლომებზე”, ჩვენს შემთხვევაში თიბისისთვის.

შეზღუდული დროიდან გამომდინარე, Მუშაობის პროცესი ინტენსიური იყო. გვაფრთხილებდნენ, რომ რთული იქნებოდა 24 საათი ერთად, ერთ სივრცეშიი, ერთი თემის ირგვლივ ორი ადამიანის მუშაობა,მაგრამ, საბედნიეროდ, არ გამართლდა. მადლობა საბას, – ქეთო შურღაია.

M: რა სირთულეს გამოყოფდით წლევანდელი მარკეტერის კატეგორიის დავალებაში?

ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება ხელოვნურად შექმნილი მოტივაციები იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს.ომის დაწყების პირველივე დღიდან გამოჩნდა ეს სხვადასხვა აქტივობებით. ამიტომ, სირთულეც, ალბათ, ეს იყო, რომ ის, რაც ისედაც არსებობს, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გაგვეძლიერებინა ჩვენი პროდუქტით და ამასთანავე, მიგვეცა საშუალები მოტივირებული საზოგადოებისთვის, რომ ზუსტად იმ დოზით შეძლებოდათ ფინანსურად დახმარებოდნენ წამოწყებას, როგორც მოისურვებდნენ, – საბა მიქაია.

M: საერთაშორისო კანის ლომებზე საქართველოდან გამარჯვებულის სტატუსით მიდიხართ – რა გეგმები გაქვთ, როგორ მოემზადებით იქ წარსადგენად?

საერთაშორისო კანის ლომები მე და საბას ძალიან დიდ მასშტაბებს მოგვცემს და პირველ რიგში, ამ მასშტაბების გამოყენებას ვეცდებით და, როგორც საქართველოს კანის ლომებზე ვიმუშავეთ ერთად, გავერთეთ და 24 საათი კონფლიქტების გარეშე გავატარეთ, ალბათ, მინიმუმ ამის გამეორებას ვეცდებით, ქეთო შურღაია.

ეს სტატუსი ერთდროულად დიდი მოტივაციაცაა და პასუხისმგებლობაც. დიდი ინტერესით და შემართებით მოველით საერთაშორისო კანის ლომებს, მანამდე კი გავეცნობით წინა წლების ბრიფებს, ნამუშევრებსა და სპეციფიკას. არ დავიშურებთ ძალებს საერთაშორისო კონკურსშიც გამარჯვების მოსაპოვებლად! – საბა მიქაია.

წელს მარკეტერის კატეგორიის მხარდამჭერი იყო თიბისი. 

სრული შედეგების სიის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

მთვარის ნიადაგს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნა შეუძლია

„თეგეტა ჰოლდინგის“ რეგიონული წარმატება – კომპანია სომხეთის დედაქალაქის მუნიციპალური პარკის განვითარებაში ერთვება