* ფაილებში მოცემული ნამუშევრების რიგითობა პირობითია და შემთხვევითობის პრინციპითაა დალაგებული!
კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის ნამუშევრების განხილვა დასრულდა. ჟიურის 6-მა გუნდმა შეფასება დაასრულა და მალე, გამარჯვებულთა ვინაობაც გახდება ცნობილი. დაჯილდოება ხვალ, 4 აპრილს, „რესპუბლიკაში“ გაიმართება. წელს, Young Lions Georgia-ს კონკურსში 336 გუნდი მონაწილეობს. 6 გამარჯვებული გუნდი კი, ივნისის თვეში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება და საქართველოს სახელით, მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს. სანამ ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულების შესახებ გავიგებთ, უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა კატეგორიის ბრიფებსა და ნამუშევრებს, ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭრები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და mini by GT Motors.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.