in

Young Lions Georgia 2025-ის გამარჯვებულები ცნობილია!

კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია! წელს, საქართველოს შემოქმედებითი ნაკრები 6 გამარჯვებული გუნდისგან ჩამოყალიბდა. კონკურსი ექვს კატეგორიაში მიმდინარეობდა: Print, PR, Digital, Design, Film და Marketer. ოქროს ჯილდოს მფლობელი გუნდები ივნისის თვეში საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, დასახელდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს მფლობელიც. ჯილდო 6 წლის წინ დაწესდა და ყოველწიურად, ახალგაზრდა ლომების დაჯილდოებაზე გადაეცემა ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში. წელს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს მფლობელი გიორგი ოკმელაშვილი გახდა.

გაგაცნობთ Young Lions Georgia-ს წლევანდელ გამარჯვებულებს:

Print – Free University Of Tbilisi – გიორგი ჯაფარიძე, ლუკა სააკაშვილი

ნახეთ ნამუშევარი ამ ბმულზე.

Marketer – TBC – ქეთო შურღაია და ანკა ნაცვლიშვილი

ნახეთ ნამუშევარი ამ ბმულზე.

Digital – Redberry – თამარ ხუციშვილი და ნელი ბობოხიძე

ნახეთ ნამუშევარი ამ ბმულზე.

PR – At.ge – საკო ტვილდიანი და ნიკოლოზ ნინიძე

ნახეთ ნამუშევარი ამ ბმულზე.

Film – Industria – თეკლე დარჩიაშვილი და დავით წაქაძე

ნახეთ ნამუშევარი ამ ბმულზე.

Design – Holy Motors – ნინო ყაველაშვილი და დანიელ გრიგორიანი

ნახეთ ნამუშევარი ამ ბმულზე.

წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭრები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და mini by GT Motors.


კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

არგენტინული სალსა დრაკონის კბილებით — Piropo-ს ბრენდინგი

საქმე ისევ ხვალისთვის გადადეთ? — ცადეთ 5 წამის წესი