in

ნახეთ Cannes Lions Georgia 2026-ის ყველა ნამუშევარი!

* ფაილებში მოცემული ნამუშევრების რიგითობა პირობითია და შემთხვევითობის პრინციპითაა დალაგებული!

ჟიურის მუშაობა დასრულებულია – კანის ახალგაზრდული კონკურსის ადგილობრივი ეტაპის ნამუშევრები შეფასებულია და სულ მალე გამარჯვებულების ვინაობასაც გავიგებთ.

უკვე ხვალ, 27 მარტს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც ტურნირის ფავორიტები გამოვლინდებიან.

წელს ინდუსტრიის მხრიდან ინტერესი კვლავ მასშტაბურია – Cannes Lions Georgia-ს კონკურსზე მონაწილეობა 322-მა გუნდმა მიიღო. ტრადიციულად, 5 გამარჯვებული გუნდი ივნისში კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება და საქართველოს სახელით მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს.

სანამ ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულებს გავიცნობთ, უკვე გაქვთ შესაძლებლობა, გაეცნოთ ყველა კატეგორიის ბრიფსა და შესრულებულ ნამუშევრებს ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

Digital

PR

Marketer

Print

Film

წელს ფესტივალის ოფიციალური პარტნიორები არიან: თიბისი, apeople, Tegeta • თეგეტა & Geely Center Tegeta • ჯილი ცენტრი თეგეტა, McDonald’s Georgia, PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი, წყალი ბაკურიანი – Bakuriani Water, ENERGIA BY BORJOMI, Jacobs, marketer.ge

ცნობისთვის: კანის ლომები მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში 70 წელზე მეტია იმართება. საქართველომ გლობალურ ღონისძიებაში ოფიციალური წარმომადგენლობის უფლება 2015 წელს მოიპოვა.

რატომ გააუქმა OpenAI-მ პოპულარული აპლიკაცია Sora

Google-მა მუსიკის გენერაციისთვის Lyria 3 Pro გამოუშვა