16 აპრილს, კანის ახალგაზრდული ფესტივალისთვის შესარჩევი ლოკალური კონკურსი გაიმართა. კატეგორია – Design.
კონკურსში მონაწილეობას სარეკლამო სააგენტოები იღებდნენ, საერთო ჯამში 19-მა გუნდმა დაიწყო ასპარეზობა, მაგრამ 3 გუნდი კონკურსს გამოეთიშა. დამკვეთი იყო The Onkolo – ფინეთში არსებული მიწისქვეშა საცავი, რომელიც ბირთვული და რადიაციული ნაგვის შესანახად შენდება. პროექტი 2100 წელს უნდა დასრულდეს, საცავი სამუდამოდ უნდა დაიხუროს და არასოდეს გაიხსნას, მისი გახსნა ნიშნავს რადიაციის გავრცელებას და დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის სიკვდილს. მონაწილეებს უნდა შეექმნათ ლოგო/ნიშანი და მისი სამი განვითარება, რომელიც მომავალ თაობებს გაუქარწყლებდა აღმოჩენილი ტერიტორიის გათხრის/გახსნის სურვილს. იხილეთ ბრიფის ვიდეო ვერსია:
ჟიური 22 აპრილს საუკეთესო სამ გუნდს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელი ივნისში კანში გაემგზავრება და საქართველოს სახელით გლობალურ შეჯიბრში იასპარეზებს.
Agency: Redberry – ალექსანდრე კვენეტაძე, ზურა მჭედლიშვილი
Agency: ABK – მიხეილ თოდუა სანდრო ლალიაშვილი
Agency: Branding.ge – თეო ვალიევა, ანი ჭყოიძე
Agency: Radicall – დავით კუპატაძე, გიორგი ნასყიდაშვილი
Agency: LiveBranding – ანი გვათუა, შოთა ჩინჩალაძე
Agency: Leavingstone – ანანო მარცვალაძე, გიორგი ჭილაია
Agency: Betterfly – ანუკა კვეზერელი, სანდრო ქოქოსაძე
Agency: Batash Studio – თამარა კოლოტაური, ხატია აფხაიძე
Agency: Leavingstone – მართა ღუდუშაური, მარიამ გოგოძე
Agency: MarmelADS- ანა გვაზავა, ნინო ძნელაძე
Agency: Design Guide – ჯონი ფხაკაძე, გიორგი პავლიაშვილი
Agency: Betterfly – ლინა ბაციაშვილი, მარიამ ფაჩუაშვილი
Agency: GEPRA – თეკლა ყიფიანი, ჯაბა შავიშვილი
Agency: Windfor’s – ირინა საყვარელიძე, სანდრო ბაღაშვილი
Agency: Holmes & Watson, ლევან გომშიაშვილი, თენგიზ ბეგოიძე
Agency: Ad Lab – ელენე გაბრიჩიძე, თათია კვირკველია
ყველა ნამუშევრის მაღალ ხარისხში გადმოსაწერა
22 აპრილს კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა – ABK. შედეგები:
ჟიური:
შეგახსენებთ, საქართველოში წელს კანის ახალგაზრდული ფესტივალი ოთხ კატეგორიაში ჩატარდა. 9 აპრილი – ბეჭდური რეკლამა, 10 აპრილი – ახალგაზრდა მარკეტერები, 16 აპრილი – დიზაინი, 17 აპრილი – ციფრული კამპანიის დაგეგმვა. ღონისძიების ორგანიზატორია კანის ლომების ქართული წარმომადგენლობა, ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია ტექნოპარკი.