კანის ლომების მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის შედეგები ცნობილია! 2022 წელს, Young Lions, საერთო ჯამში, შვიდ კატეგორიაში ჩატარდა: Design, Digital, Film, Marketers, Media, PR და Print. კანის წლევანდელ საერთაშორისო ახალგაზრდულ შეჯიბრში, 60 ქვეყნის 438 გუნდი ასპარეზობდა. ნამუშევრებს პროფესიონალი ჟიურის 52 წევრი აფასებდა. საქართველოს სახელით Young Lions-ზე 4 გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ – მათ ნამუშევრებს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ. საქართველოში, წელს, შეჯიბრი ოთხ კატეგორიაში შედგა: Digital, Print, Film და Marketer. სამწუხაროდ, საქართველო ჟიურის რჩეულებს შორის ვერ მოხვდა, თუმცა საინტერესოა გავეცნოთ მათ ნამუშევრებსაც დიდ კანზე, ასევე, გავეცნოთ გამარჯვებული გუნდების ნამუშევრებს, რათა გავიაზროთ, რა მიმართულებით შეიძლება დავიხვეწოთ და მომავალი წლისთვის უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ.
Digital – დავალების ფარგლებში, გაეროს მხარდაჭერით, მონაწილეებს უნდა შეექმნათ კამპანია სტერეოტიპების წინააღმდეგ, The Unstereotype Alliance პლატფორმისთვის. ბრიფს ამ ბმულზე გაეცნობით.
ოქრო – ავსტრალიის გუნდმა მოიგო
ვერცხლი – ნორვეგიის გუნდმა დაისაკუთრა
ბრინჯაო – ნიდერლანდებს ერგო
საქართველოდან, ამ კატეგორიაში ლუკა მახარობლიშვილი და სოფი ივანიშვილი ასპარეზობდნენ. გაგაცნობთ მათ ნამუშევარს.
Marketers – მარკეტერების დავალება იყო მამაკაცთა საქველმოქმედო ფონდ Movember-ისთვის დონაციისკენ წახალისება. ბრიფი ამ ბმულზე იხილეთ.
ოქრო – ნიდერლანდები
ვერცხლი – ავსტრალია
ბრინჯაო – დომინიკის რესპუბლიკა
საქართველოდან, მარკეტერების კატეგორიაში ქეთო შურღაია და საბა მიქაია ასპარეზობდნენ. გაეცანით მათ ნამუშევარს.
Print – კატეგორიის ფარგლებში, UNESCO-ს მხარდაჭერით, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ბეჭდური რეკლამა, რომელიც ანტირასისტულ განწყობას გააძლიერებდა ახალგაზრდებში. იხილეთ ბრიფი ამ ბმულზე.
ოქრო – გერმანია
ვერცხლი – თურქეთი
ბრინჯაო – პერუ
საქართველოდან, პრინტ კატეგორიაში ქეთი ყიფშიძე და ბაიკო ფირცხალაიშვილი მონაწილეობდნენ, ესეც, მათი ნამუშევარი Young Lions 2022-ზე.
Film – დავალების ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ვიდეორგოლი, რომელიც Global Citizen-ის მოძრაობის შესახებ აამაღლებდა ცნობადობას. ბრიფი იხილეთ ამ ბმულზე.
ოქრო შვედეთის გუნდმა მოიპოვა – ვიდეო.
ვერცხლი – გერმანიამ – ვიდეო.
ბრინჯაო – სამხრეთ აფრიკამ – ვიდეო.
Film კატეგორიაში საქართველოს გიორგი ხუბულური და Dave წარმოადგენდნენ. ესეც, მათი ნამუშევარი.
ნამუშევრების დეტალურად გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი