in

Print კატეგორიის ოქროს პრიზიორი გიყვებათ, როგორ მოემზადოთ Young Lions Georgia-სთვის

2022 წლის ახალგაზრდა ლომების ადგილობრივ კონკურსამდე სულ ცოტა დრო რჩება. ბრიფს ყმაწვილლომები 29 აპრილს მიიღებენ. 135 გუნდის გამარჯვებულები საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით, მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ. ამჯერად, Young Lions Georgia ოთხ კატეგორიაში ტარდება: Digital, Print, Film და Marketer. სანამ კონკურსი სტარტს აიღებს, გადავწყვიტეთ, Print კატეგორიის ოქროს მფლობელის გამოცდილება გაგვეზიარებინა თქვენთვის და მარი გვახარიას მივმართეთ.

მარი გვახარია: სულ სამჯერ ვიყავი პრინტის კატეგორიაში გასული. პირველ ჯერზე გამოცდილების არქონამ თავისი ქნა – სრული კრახი. არადა, წინა წლის ნამუშევრებს რომ ვათვალიერებდი, რთული არ მომეჩვენა. პირიქით, ყველაფერი ნათელი, მარტივი და გასაგები იყო (იდეაც და შესრულებაც).
მეორე ნამუშევარი უკეთესი გამოვიდა – ათეულში მოვხვდით. მესამე მისვლას სულმოუთქმელად ველოდებოდი. პრინტზე ვისთან ერთად გავსულიყავი, ბევრი არ მიფიქრია. რამდენიმე თვით ადრე, მე და ნიკა (მაქსი) ხუნდაძე ევრობესტზე გავედით – ჯერ საქართველოში, შემდეგ – პოლონეთში.

ახალ გამოწვევაზე 2 თვით ადრე დავიწყეთ მუშაობა – ბრიფებს ვარჩევდით და ვასრულებდით, პროცესში ბევრი რამ ვისწავლეთ და შემდგომ, გავითვალისწინეთ: განვიხილავდით ნამუშევრებს და ვაანალიზებდით, რა და როგორ იყო გაკეთებული, რა დრო უნდა დაგვეთმო იდეებისა და მიგნებებისთვის, როგორ გაგვეფილტრა ეს ყველაფერი, გაგვენაწილებინა ქოფი და ვიზუალი. შემდეგ, კონკრეტულ ბრიფებზე დავიწყეთ პრინტების აწყობა. ბრიფს იმდენჯერ ვკითხულობდით, რომ ზეპირად გვახსოვდა. ვცდილობდით, ჩვენ პასუხებს მაქსიმალურად ზუსტად გადაეწყვიტა დავალება.

M: როგორ ვემზადებოდით მორალურად?

ვკონცეტრირდით კონკურსზე – მხოლოდ გამარჯვება გვინდოდა და ერთმანეთის შესაძლებლობებშიც დარწმუნებულები ვიყავით. ნამუშევრები რომ ვნახეთ, დავრწმუნდით რომ ჩვენი საუკეთესო იყო და მინიმუმ სამეულში მოხვედრის რეალური შანსი არსებობდა, მორალურად იმისთვისაც მოვემზადეთ რომ შეიძლება ეს არ მომხდარიყო, რადგან ასეც ხდება ხოლმე.
ბრინჯაო, ვერცხლი – ჩვენი სახელები არ ჩანდა. ოქროზე გამოგვაცხადეს – შემდგომი რამდენიმე წუთი კარგად არ მახსოვს, მახსოვს რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი.

M: როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რა დაგეხმარა გამარჯვებაში?

ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მოვემზადეთ, კატეგორია თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ და გავაანალიზეთ. მოვემზადეთ ფსიქოლოგიურადაც, უბრალოდ მონაწილეობისთვის არ გამოვსულვათ, გვსურდა რაღაც განსაკუთრეუბლი, უნიკალური შეგვექმნა. ერთი სიტყვით, გამარჯვება გვინდოდა. ჩემი გამოცდილებით საუკეთესო პრინტის იდეა თავად ბრიფშია და მისგან ლოგიკურად გამომდინარეობს – იდეა მარტივი უნდა იყოს, მაგრამ არა მარტივად მოფიქრებადი.

 

ფესტივალის პარტნიორები არიან: TBC – თიბისიTegeta • თეგეტაThe Body Shop Georgia, aPeople

ვულკანის გაღვიძებამ ანტარქტიდაზე 85 000 მიწისძვრა გამოიწვია

ტრადიცია თუ საოჯახო დღესასწაული – განწყობა და ემოცია, რომელსაც კომპანია მადაგონი გიზიარებთ