3
May
2018

მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი ქართული YOUNG LIONS-ის ისტორიაში!

3 May 2018

კანის ლომების ახალგაზრდულ შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია დასრულდა ქართული YOUNG LIONS-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებლებით! წელს, 5 კატეგორიაში: PRINT, DESIGN, CYBER, FILM და MARKETERS – ჯამში, 164 გუნდი შეებრძოლება ერთმანეთს. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული ორკაციანი გუნდი, ორგანიზატორების დაფინანსებით, გაემგზავრება საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე და საქართველოს სახელით იბრძოლებს სფეროს პრესტიჟული ჯილდოსთვის. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერი იქნება თიბისი, ხოლო 2018 წლის კონკურსს შემოუერთდა SOCAR Georgia Petroleum.

წელს, ყველაზე მეტი, 40 გუნდი დარეგისტრირდა ციფრული კამპანიის, Cyber-ის კატეგორიაში, 38 გუნდი – PRINT-ის, 35 – MARKETERS-ის, 26 – FILM-ის, ხოლო 25 DESIGN-ის კატეგორიაში.

2015 წლის 25-26 აპრილს საქართველოს ისტორიაში, ახალგაზრდა კანის ლომების ფესტივალი, პირველად ჩატარდა და წელს, უკვე მეოთხედ გაიმართება ქართული YOUNG LIONS.

2015 წელს, 1 კატეგორია იყო და მხოლოდ 11-მა გუნდმა მიიღო ახალგაზრდა კანის ფესტივალში მონაწილეობა;
2016 წელს, 4 კატეგორიაში, 106 გუნდი დარეგისტრირდა;
2017 წელს, 5 კატეგორიაში, 116 გუნდი;
2018 წელს, 5 კატეგორიაში, 164 გუნდი.

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი (Cannes Lions International Festival of Creativity) ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოს სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად, ქალაქ კანში იმართება. ფესტივალის სიმბოლოა ლომი. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოს ლომების მოსაპოვებლად იბრძვიან მთელი მსოფლიოს პროფესიონალები სარეკლამო სამყაროდან. კანის ლომების ფლობა განსაკუთრებულ სტატუსს სძენს მის მფლობელს. ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის ფესტივალის ერთ-ერთი ნაწილია. აქ სფეროს ამომავალი ვარსკვლავები (30 წელს ქვემოთ) უმტკიცებენ ერთმანეთს სიძლიერეს სხვადასხვა მიმართულებაში. ამ კონკურსს 7 კატეგორია აქვს: ბეჭდური რეკლამა, დიზაინი, ციფრული კამპანია, მედია, პიარი, ვიდეო და ახალგაზრდა მარკეტერი.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] 5 კატეგორიაში, ფესტივალის მონაწილეთა რეკორდულ რაოდენობას (164 გუნდი) უფასოდ შეეძლება […]