in ,

Young Marketer-ის 10 რჩეული გუნდი ცნობილია!

2 აპრილს, კანის ახალგაზრდული ფესტივალისთვის შესარჩევი ლოკალური კონკურსი გაიმართა. კატეგორია – Young Marketer [ახალგაზრდა მარკეტერი]. კონკურსში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მარკეტერები იღებდნენ. საერთო ჯამში 43 გუნდი დარეგისტრირდა. დავალების მიხედვით, მონაწილე ბრენდების წარმომადგენლებს უნდა გამოეგონებინათ ახალი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც თავისი არსით მიმართული იქნებოდა თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისკენ. [ სრული ბრიფი – Young-Marketers-_-YLG-2017 ]

ყველა გუნდს სარეკლამო სააგენტოსთვის უნდა მოემზადებინა საკომუნიკაციო კამპანიის:

● პროდუქტი/სერვისი იმ ბრენდის კონცეფციაზე დაყრდნობით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ (არ უნდა იყოს უკვე არსებული პროდუქტი)

● ბრიფი (მაქსიმუმ 2 გვერდი), რომელიც ნათლად პასუხობს მიზანს.
(ბრიფის რეკომენდებული ჩაშლა: ინფორმაცია თქვენს კომპანიაზე, პროექტის სახელწოდება, პროექტის ბიზნეს შედეგი, სამიზნე აუდიტორია, კამპანიის მიზანი, მთავარი მესიჯი, დავალება, ბიუჯეტი, განრიგი)
● 10 გვერდიანი პრეზენტაცია.

კონკურსს ყავს 10 დამოუკიდებელი პროფესიონალისგან დაკომპლექტებული ჟიური, რომლებმაც 10 რჩეული გუნდი გამოავლინეს. 8 აპრილს, რჩეულ გუნდებს ჟიურის წინაშე მოუწევთ პირისპირ პრეზენტაციის გაკეთება და ამაში დამატებითი ქულებს მიიღებენ. საუკეთესო 3 გუნდი 19 აპრილს გამოვლინდება, პირველი ადგილი კი ივნისში კანში საქართველოს სახელით გაემგზავრება.

ჟიურის რჩეული 10 გუნდი მოცემულია ანბანის მიხედვით და კავშირი არ აქვს რეიტინგთან.

თამაშობანა
თიბისი ბანკი
თიბისი დაზღვევა
ინებე
ნატახტარი
სარაჯიშვილი
საქართველოს ბანკი
სინგულარი
ფაბრიკა
ჯეოსელი

სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის „Cannes Lions 2017”-ის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი, პირველ აპრილს დაიწყო, ღონისძიების გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group). კონკურსი წელს 5 კატეგორიაში ტარდება.  კატეგორია “Young Marketer”-ის ჟიურის წევრები:

არაგაზირებული წყლის საბავშვო შეფუთვა „ბაკურიანი ციდა“ უკვე თაროებზეა

გრაფიკული ნამუშევრები მეტრა დეველოპმენტის კამპანიისთვის