1
მაი
2018

იძებნება საქართველოს საუკეთესო მარკეტერები!

1 მაი 2018

cannes-georgiaკანის ახალგაზრდული ფესტივალი ადგილობრივი კომპანიების მარკეტერებს იწვევს “ახალგაზრდა მარკეტერის” შესარჩევ კონკურსზე!

საქართველოს, უკვე მესამე წელია, რაც მიენიჭა უფლება გამოავლინოს ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მარკეტერები. ამ დროის მანძილზე, ქართველმა გუნდები 2-ჯერ იყვნენ წარმოდგენილნი ფესტივალზე, საიდანაც ერთხელ მსოფლიო ოქრო ჩამოიტანეს.

შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ორკაციანი გუნდი ორგანიზატორების დაფინანსებით გაემგზავრება საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე და საქართველოს სახელით იბრძოლებს სფეროს პრესტიჟული ჯილდოსთვის.

კონკურსის წესები:

კონკურსის დღეს გუნდი, 2 ადამიანისგან შემდგარი გუნდი [ადგილობრივი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტიდან] მიიღებს დავალებას რომელიმე არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაციისგან. მიზნის მისაღწევად გუნდი ვალდებულია საკუთარი კომპანიის სახელით:

  • შექმნას პროდუქტი/სერვისი იმ ბრენდის კონცეფციაზე დაყრდნობით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ (არ უნდა იყოს უკვე არსებული პროდუქტი) და რომელიც ნათლად პასუხობს დასახულ საქველმოქმედო/სოციალურ მიზნებს.
  • მოამზადოს ბრიფი (მაქსიმუმ 2 გვერდი) სარეკლამო კომპანიისთვის ამ პროდუქტის/სერვისის კამპანიაზე.
  • მოამზადოს 10 გვერდიანი სლაიდ პრეზენტაცია, მოფიქრებულ პროდუქტსა და ბრიფზე.

ამისთვის გუნდებს ეძლევათ 24 საათი.

დავალება გუნდებს 11 მაისს მიეცემათ, ხოლო ნამუშევარი 12 მაისს უნდა გამოგზავნონ.

კონკურსის მეორე ეტაპზე, 13 მაისს, 10-მა საუკეთესო გუნდმა, უნდა მოახდინოს ზეპირი წარდგენა ჟიურის წინაშე, რომელიც მოქმედებს „სარეკლამო სააგენტოს“ როლში. სამუშაო ენა: ინგლისური.

გუნდი შეფასდება ბრიფის სიზუსტით, პროდუქტზე/სერვისზე, თავის ორგანიზაციაზე და მის მიზნებზე დემონსტრირებული ცოდნით, ისევე, როგორც საქველმოქმედო/სოციალური კამპანიის მიზნებზე დაგროვილი ცოდნითა და პრეზენტაციის ჩატარების უნარით.

  ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კონკურსში?

  • კონკურსანტი უნდა იყოს არაუმეტეს 30 წლისა, ანუ დაბადებული 1987 წლის 22 ივნისის შემდეგ;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. საბოლოო ნამუშევრები ინგლისურ ენაზე ბარდება;
  • კონკურსანტები დასაქმებული უნდა იყვნენ ადგილობრივი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში (ამ კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები);
  • გუნდი შედგება 2 ადამიანისგან, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ დამსაქმებელ კომპანიას;
  • თითოეულ კატეგორიაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია – დაშვებულია მხოლოდ 25-30 გუნდი. თუ მსურველთა რაოდენობამ გადააჭარბა ამ რიცხვს, კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად.

დაინტერესებულ მარკეტერებს შეუძლიათ შეუერთდნენ საორგანიზაციო Facebook ჯგუფს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია კონკურსსა და რეგისტრაციაზე.

https://www.facebook.com/groups/YoungLionsGeorgia/

რეგისტრაცია დაწყებულია და სრულდება 2 მაისს 00:00-ზე.

სარეგისტრაციო ბმული:  https://goo.gl/forms/nGd4YCvZ0aQ2Zdq93

კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერია თიბისი, 2018 წლის კონკურსს შემოუერთდა SOCAR Georgia Petroleum.

განხილვა