in ,

მარკეტერების ჟიურის ვინაობა ცნობილია! – Young Lions Georgia 2019

Young Lions Georgia 2019-ის მარკეტერების კატეგორიის ჟიურის ვინაობა ცნობილია. კანის ახალგაზრდულ კონკურსზე მარკეტერებმა დავალება 12 აპრილს მიიღეს. ბრიფის ფარგლებში, მათი მიზანია, ადამიანები საკუთარი სტარტაპების წამოწყებისკენ წაახალისონ. დავალებაზე სამუშაოდ, მარკეტერებს 24 საათი ჰქონდათ. მეორე ეტაპზე, 10 რჩეული გუნდი ჟიურის წინაშე წარადგენს საკუთარ იდეას. ვინ გავიდა საუკეთესო ათეულში და როდის იქნება მეორე ეტაპი, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, მანამდე კი, მარკეტერების ჟიურის წევრებს გაგაცნობთ:

დათო ჯაში – დირექტორი, BetterFly DDB

რუსო გიგინეიშვილი – მმართველი დირექტორი, Saatchi & Saatchi Tbilisi

გიორგი ავალიანი – დამფუძნებელი და ნულოვანი კრეატიული დირექტორი, Holy Motors

თათუკა ჯავახიშვილი – კაპიტანი, Elliot

გაგა დარსალია – დამფუძნებელი და დირექტორი, Redberry • რედბერი

გიო ქვლივიძე – უფროსი არტ დირექტორი, HOLMES&WATSON

მიხაილ უსტინოვი – კრეატივის დირექტორი, BetterFly DDB

ალექსანდრე ციცქიშვილი – არტ დირექტორი, JWT Metro

ანა მარკოზაშვილი – 2016 წლის Young Lions-ის გამარჯვებული

მარიამ ბაჯელიძე – დირექტორი, Socialsharks

ბაჩო მებურიშვილი – დამფუძნებელი, Watergunz

თამარა ბასილაია – მარკეტინგის მენეჯერი, Red Bull Georgia & Armenia

ქეთა ყავლაშვილი – კლიენტის მომსახურების დირექტორი, HOLMES&WATSON

ნინო კუპრაშვილი – სტრატეგიული დირექტორი, Leavingstone

ბუბა რადიანი – კრეატივის დირექტორი, Kollektiv

თამთა ასლანიშვილი – მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, MBC ემ ბი სი

კანის ახალგაზრდული კონკურსი, საქართველოში, უკვე ხუთი წელია ტარდება. წელს, კონკურსზე 173 გუნდი დარეგისტრირდა, რაც მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა საქართველოში. ხუთი კატეგორიის გამარჯვებული გუნდები საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე, საქართველოს სახელით იბრძოლებენ. კანის ახალგაზრდულ კონკურსზე საქართველოს უკვე აქვს მოპოვებული ერთი ოქრო, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში. ასევე, ქართულ სააგენტოებს მოპოვებული აქვთ 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს ლომი. Cannes Lions სარეკლამო ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ფესტივალს 65 წლიანი ისტორია აქვს.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

L’Oreal მეტი ქალის დასაქმებას ითხოვს

Fuckup Nights Tbilisi 1 წლის ხდება – რა გელოდებათ საიუბილეო ღონისძიებაზე?