16
Apr
2019

ახალგაზრდა მარკეტერების 11 რჩეული გუნდი ცნობილია! – Young Lions Georgia 2019

16 Apr 2019

კანის ახალგაზრდული კონკურსის მარკეტერების კატეგორიის მოკლე სია ცნობილია. შიდაშესარჩევ კონკურსში პირველობისთვის, წელს, 11 გუნდი იბრძოლებს. მარკეტერებმა დავალება, 12 აპრილს, Young Lions Georgia 2019-ის გახსნით ღონისძიებაზე მიიღეს. დავალების მიხედვით, 24 საათის განმავლობაში, ახალგაზრდა მარკეტერების მიზანი ადამიანებისთვის საკუთარი სტარტაპის შექმნისკენ წახალისება იყო. პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული მონაწილეები ჟიურის წინაშე წარადგენენ საკუთარ იდეებს. მარკეტერების კატეგორიაში, წელს, 29 გუნდი დარეგისტრირდა. 11 მათგანი მეორე ეტაპზე გადავიდა და მხოლოდ ერთი გუნდი გაემგზავრება კანის კრეატიულ ფესტივალზე, მსოფლიო პირველობის მოსაპოვებლად.

კანის ახალგაზრდული კონკურსი (Young Lions) კანის კრეატიული ფესტივალის (Cannes Lions) ნაწილია. Cannes Lions სარეკლამო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. შიდაშესარჩევი კონკურსი, საქართველოში, უკვე ხუთი წელია ტარდება. წელს, კონკურსზე სულ 173 გუნდი დარეგისტრირდა, რაც მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა საქართველოს ისტორიაში. ხუთი კატეგორიის გამარჯვებული გუნდები საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე, საქართველოს სახელით იბრძოლებენ. კანის ფესტივალზე საქართველოს უკვე აქვს მოპოვებული ერთი ოქრო, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში. ასევე, ქართულ სააგენტოებს მოპოვებული აქვთ 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს ლომი. Cannes Lions სარეკლამო ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. Young Lions Georgia 2019-ის შედეგები 20 აპრილს გახდება ცნობილი. დაჯილდოებაზე მოწვეულები არიან საერთაშორისო დონის პროფესიონალები: ერიკ კესელსი, სანდრა ბოლდი (Film კატეგორიის ჟიურის წევრი) და ანდრეს ვერგარა. სპიკერები კონკურსის მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

განხილვა