in ,

GITA-ს მხარდაჭერით თბილისში კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალი სტარტს 9 აპრილს აიღებს!

cover2სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდული კონკურსი თბილისში სტარტს 9 აპრილს აიღებს!

წელს საქართველო 4 კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას, ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ივნისში კანში, საერთაშორისო ფესტივალზე გაემგაზვრებიან და საკუთარ შესაძლებობებს მსოფლიოს საუკეთესოებს შორის მოსინჯავენ!

“კანის ლომების ფესტივალს დიდი ისტორია აქვს, ის 62 წელია ტარდება და ჩვენ ამ მარათონში ბოლო 2 წელია ჩავერთეთ. წელს ჩვენი პროექტის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი მხარდაჭერით საქართველო 4 გუნდით ანუ 8 ადამიანით წარსდგება ახალგაზრდულ ფესტივალზე და შეეცდება გამარჯვება მოუტანოს ქვეყანას. საქართველოში რეგისტრაცია 4 აპრილს დასრულდა, ქვეყნის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო და დიდი კომპანია ჩაერთო პროექტში ეს უკვე დიდი გამარჯვებაა! “ – აცხადებს აკო ახალაია ფესტივალის წარმომადგენელი

“ წელს ჩვენს მიერ მოწვეულ 30 კაციან ჟიურის, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო პროფესიონალებისგან განსაკუთრებულად რთული მუშაობა მოუწევთ, გენერალური მხარდამჭერის წყალობით არ არსებობდა რაიმე ფინანსური ვალდებულება სარეგისტრაციოდ, შესაბამისად ძალიან ბევრი სააგენტო და კომპანია დარეგისტრირდა, ჯამში ჩვენ გვყავს 232 მონაწილე, 33 სარეკლამო სააგენტო და 45 საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომლებიც მარკეტერების კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას.” – ლევან ლეფსვერიძე კანის ფესტივალის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, საქართველოში  წელს კანის ახალგაზრდული ფესტივალი ოთხ კატეგორიაში ჩატარდება, 9 აპრილი – ბეჭდური რეკლამა, 10 აპრილი – ახალგაზრდა მარკეტერები, 16 აპრილი – დიზაინი, 17 აპრილი – ციფრული კამპანიის დაგეგმვა. ღონისძიების ორგანიზატორია კანის ლომების ქართული წარმომადგენლობა, ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია ტექნოპარკი.

 

http://www.facebook.com/canneslionsgeorgia

პირველი ქართული რეკლამა გადაღებული სოხუმსა და თბილისში! უსაზღვრო მეგობრობის ამბავი!

საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა – Humana–ს სარეკლამო კამპანია