ბრაზილიის ქუჩებში გამოჩნდა სოციალური რეკლამა, რომელიც ბავშვების სიმსუქნის წინააღმდეგაა მიმართული.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ბრაზილიაში 12 თვემდე ბავშვები თავისი წონის მაქსიმუმს აღწევენ და აჭარბებენ კიდეც. ამაზე რეაგირება ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ მოახდინა და სარეკლამო სააგენტო “Paim”-თან ერთად კამპანია განახორციელა.
“შენი შვილი არის ის, რასაც შენ ჭამ” – ამ სლოგანით და გარე პრინტის დახმარებით კამპანიის ავტორები ცდილობენ მშობლების ყურადღება მიიქციონ და მოუწოდონ იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით.












