თავდაჯერებულობის მომატება დიდი წარმატების მიღწევის შემდეგ ბუნებრივია, თუმცა ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ თავდაჯერებულობას.
შეიძლება თქვენც შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც საჭიროდ თვლის გამუდმებით ამტკიცოს თუ როგორი ჭკვიანი, შეუდარებელი და წარმატებულია.
თუ გსურთ მარტივად ამოიცნოთ მსგავსი ტიპის ადამიანები, რათა აირიდოთ მათთან მუშაობა, გაეცანით ქვემოთ მოყვანილ რჩევებს:
- ისინი თვლიან, რომ მთელი სამუშო მხოლოდ მათ შეასრულეს. ასეთი ადამიანები აღწევენ წარმატებას, მაგრამ თვლიან რომ ყველაფერი თავიანთი შრომის შედეგია. თითქოს, თვითონ დააფუძნეს კომპანია, შეასრულეს გაყიდვებისა და მარკეტინგის საქმე, გააკეთეს სტატისტიკა, გაიტანეს ნაგავი და გამოცვალეს ტუალეტის ქაღალდიც კი. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან, რომლებიც “ვერ” ხედავენ თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს. პირიქით, წარმატებული ბიზნესმენები და პოლიტიკური ლიდერები წარმატებას უფრო მეტად თავიანთ გუნდს მიაწერენ !
- ისინი ფიქრობენ, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან ოფისში ! ოდესმე თუ შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც გამუდმებით თავის სიჭკვიანზე საუბრობს და სხვების უჭკუობას უსვამს ხაზს ? დაფიქრდით, თუ ამ ადამიანს გამუდმებით სჭირდება მტკიცება, რომ არის ჭკვიანი, აშკარაა რომ ის ცდილობს დაირწმუნოს თავი საკუთარ შესაძლებლობებში, რაც უკვე საპირისპიროს მეტყველებს. საინტერესოა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანონ ასეთმა ადამიანებმა თქვენს ბიზნეს ?! უამრავი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ისინი ვერ მიიღებენ იდეებსა და მოსაზრებებს სხვა ადამიანებისგან, რადგან თვლიან რომ თვითონ არიან მართლები და დაუჯერებენ თავიანთ აბსურდულ იდეას მაშინაც კი, როცა უმრავლესობა მას არ ეთანხმება.
- ისინი ვერ დათმობენ სადავეებს ! ყველა ადამიანმა იცის მმართველობის მოყვარული ან მიკრომენეჯერების შესახებ. ისინი თვლიან, რომ თუ გინდა საქმე გაკეთდეს, ეს შენ თვითონ უნდა გააკეთო. მსგავსი მიდგომა მათ თნამშრომლებს ტოვებს იმედგაცრუებულს. საკუთარ გრაფიკს კი – გადაჭედილს. ამ დროს იქმნება პრობლემა, რომელიც გამოწვეულია მათი უუნარობით, სწორად შეასრულონ დავალება. ამიტომ ხდება, რომ ძირითადად მათი კალენდარი გადატვირთულია, რის გამოც მათ თითქმის უჭირთ ფუნქციონირება. თუმცა მაინც ფიქრობენ, რომ ყველა პროექტსა და პროცესში უნდა მიღონ მონაწილეობა.
- საუბრობენ, მაგრამ არ გისმენენ. ცნობილია, რომ ადამიანებს საკუთარ თავზე საუბარი სიამოვნებთ. თუმცა, ამ ადამიანებს ახასიათებთ ყველა და ნებისმიერი საუბრის გადაქცევა საკუთარ ისტორიად. შეიძლება, უფრო ღრმად შეტოპონ და გადააქციონ ისტორია თქვენზე ბევრად უკეთეს ისტორიად. მათ ეგო არ აძლევთ საშუალებას, რომ მოგისმინონ, რაც ცუდი დამოკიდებულებაა კოლეგებისადმი და არასწორია მიდგომაა, განსაკუთრებით გაყიდვებში- სადაც წარმატება მიღწეულია მოსმენითა და გაგებით და არა უბრალოდ, მექანიკური პასუხით.
დასკვნის სახით, ჩამოვყალიბდეთ, რომ თავდაჯერებულობასა და ზედმეტ ეგოისტობას შორის დიდი განსხვავებაა. გინდათ იცოდეთ იმ მინიშნების შესახებ, თუ როგორ აირიდოთ თავი მსგავსი ტიპის ადამიანად ჩამოყალიბებისგან? დაიმახსოვრეთ, ერთი უბრალო სიტყვა, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს თქვენს ეგოს – თავმდაბლობა ! საუკეთესო გამოსავალი, ნებისმიერი შემთხვევისთვის !