in

ჩვენი გართობა ცხოველებს ვნებს! – პრინტ კამპანია

მსოფლიოს ცირკებში, სადაც მაყურებლის გასართობად ცხოველები გამოყავთ, ეს არსებები თავიანთი ცხოვრების 96%-ს გალიებსა და ჯაჭვებში ატარებენ. მათ არ აქვთ თავისულება, რა შეჭამონ ან სად დაიძინონ. ცირკები გამუდმებით უგულვებელყოფენ ცხოველთა სწორი მოვლის მიდგომებს – საკვების, წყლის თუ ვეტერინარული დახმარების კუთხით. ცხოველთა დამცველები ამ გარემოებას აქტიურად აპროტესტებენ. ამის მიუხედავად, ლათინური ამერიკის ცირკები ცხოველთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას კვლავაც განაგრძობენ. ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორგანიზაციამ PETA Latina პრინტ კამპანია წამოიწყო და ადამიანებს მოუწოდებს, არ წავიდნენ იმ ცირკში, სადაც ცხოველები ჰყავთ. კამპანიაზე სააგენტომ Ogilvy, Honduras იმუშავა.

Coat-19 – ერთჯერადი პირბადებიისგან შექმნილი ქურთუკი

Google Wing-ის დრონს გაბრაზებული ფრინველები დაესხნენ თავს