ოპტიკური ბრენდი Fielmann-ის უახლესი კამპანია ადამიანების ინდივიდუალიზმზე გადის — მათ განსხვავებულ აღქმებსა და საჭიროებებზე. როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, სურთ, მთელი პოზიციონირება „ადამიანის ექსპერტობის“ სახით შეფუთონ. ამის დემონსტრაციისკენაა მიმართული ვიდეორგოლი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა მომენტს გვანახებს — დაწყებული წყვილის სიყვარულით, დასრულებული დაშორებით. ასევე, ვხედავთ, როგორია მუზეუმის მცველის დღეები, რომელიც წასულის მომენტებს იხსენებს; ან ღამით მოსიარულე ავტობუსის მძღოლის…
ვიდეორგოლი Kodak-ის ნოსტალგიური 35-მილიმეტრიანი ფირით გადაიღეს. „გვინდოდა, ბრენდი უფრო ემოციურ ჭრილში წარმოგვეჩინა. ნაცვლად სიუჟეტური სცენებისა, რომლებიც ერთ კონკრეტულ ამბავს მოგვითხრობს, სათვალეების მატარებელ ადამიანებზე ვფოკუსირდით“, — ამბობს ალექსანდერ ნოვაკი, Fielmann-ის კრეატიული ხელმძღვანელი.