in

იცით, რისი „ეშინია“ თქვენს ლეპტოპს?

„მოვუფრთხილდები“ – გავიფიქრეთ ჩვენ და ახლადნაყიდი ლეპტოპი ჩანთაში ამაყად მოვათავსეთ. საგარანტიო ტალონის გამოწერისასაც, ტექნიკოსს თანხმობა მივეცით, რომ ტექნიკური სერვისით უფასოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში ვისარგებლებთ. „მოვუვლი, ლეპტოპთან საჭმელს არ შევჭამ, ყავის ჭიქას მოშორებით დავდგამ, გავუფრთხილდები“, – გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ პირობას მართლაც ვასრულებთ, სანამ ერთი საბედისწერო დღე არ დადგება. სწორედ, მაგ დღეს ვიგებთ, რომ ლეპტოპის კარგი ხელოსნის პოვნა არც ისე მარტივი და ხელმისაწვდომია, ხოლო გარანტია იმ უცნაურ შემთხვევებს, მაინც და მაინც ჩვენ რომ მოგვივიდა, არ ანაზღაურებს.

ლეპტოპის დაზიანებას თან ახლავს შფოთვა – სასწრაფოდ უნდა მოვიძიოთ კარგი ტექნიკოსი, შესაცვლელი ნაწილები და თავად ლეპტოპის ალტერნატივაც, რათა კარს მომდგარი დედლაინები არ დავაღალატოთ. როგორც ხდება ხოლმე, საფრთხე ყველაზე მოულოდნელი მხრიდან მოდის. შეიძლება ამაზე აქამდე არ გვიფიქრია, მაგრამ ჩვენ გარდა, ჩვენს ლეპტოპსაც ეშინია ისეთი დაზიანების, რაც საგარანტიო სერვისით არ არის გათვალისწინებული. მაინც, რა მოულოდნელი ამბები შეიძლება დაატყდეს თავს ლეპტოპს?

ლეპტოპი და ჭამა

ძნელია თავის შეკავება, როცა საქმითაც ხარ გატაცებული და თან სნექების ჩახრაშუნების სურვილიც თავისას შვრება. რა სიფრთხილითაც არ უნდა ეკიდებოდეთ, კლავიატურასთან ჭამა ყოველთვის მთავრდება ღილაკების ფსკერზე ნამცეცების მოხვედრით. ვის რას უშლის ეს? საქმე ისაა, რომ ღილაკის ქვეშ საკვები გროვდება, იპრესება. შედეგად, მისი მოქნილობა თანდათან მცირდება და ერთხელაც, შეიძლება ბუდიდან ამოვარდეს და მთელი კლავიატურის შეცვლა დაგვჭირდეს.

ყავა არ გადაგსხმიათ ლეპტოპზე?

თქვენთვისაც ნაცნობია სასოწარკვეთის განცდა, როდესაც კლავიატურაზე ყავა ან სხვა სითხე იღვრება? თითქოს, წამით, ფარდა მძიმედ ეშვება და რაღაც მთავრდება. ბრინჯში ჩადება ან ფენით გაშრობაც ბოლო უიმედო ქმედებებია და თანდათან დანაკარგის შეგრძნებას ვეგუებით.

ეკრანი თუ გაიბზარა?

ყურადღება ერთი წამით მოვადუნეთ და ეკრანზე ბზარებია. გატეხილი მინა შეიძლება ეკრანის გამოსახულებას ზღუდავდეს, ფუნქციონალის გამოყენების საშუალებას არ გვაძლევდეს.

ის როგორია, ლეპტოპს რომ ვერ მუხტავთ?

ჩვენს ლეპტოპს ჩვენთან ერთად უყვარს მოგზაურობა. კვების ბლოკის ან ელემენტის დაზიანებამ კი, შესაძლოა, დენის წყაროს მიგვაჯაჭვოს და თავგადასავლებს დროებით ჩამოგვაშოროს. არადა, რა კარგია როცა დამუხტული ლეპტოპით შეგიძლია ქუჩებში ან ბუნებაში გადაადგილდე, ახლა კი, მოულოდნელად გათიშული ლეპტოპი დიდი დისკომფორტის ზონა ხდება.

თუ ლეპტოპი დაგვივარდა

ლეპტოპის დავარდნა საქმიანი ადამიანისთვის ერთ-ერთი ურთულესი სტრესია. ეს ის მომენტია, როცა გვგონია, რომ მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. იქნებ, ლეპტოპი ისე დაზიანდეს, რომ სრულიად ახლის ყიდვა მოგვიწიოს და უარესი – მყარს დისკზე არსებული მასალაც კი დავკარგოთ?

ეს მოვლენები დიდ შიშთან და სტრესთან არის დაკავშირებული ლეპტოპისთვისაც და მისი მფლობელისთვისაც. არცთუ იშვიათად, ლეპტოპის პატრონს აქვს განცდა, რომ საგატანტიო ტალონი უფრო ფორმალური ხასიათისაა და რეალურად, ვერაფერში გამოიყენებს, საჭიროება თუ დადგა.

თუმცა, არსებობს დამატებითი საგარანტიო მომსახურება, რომელიც ისეთ უჩვეულო შემთხვევებსაც ითვალისწინებს, რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ.

შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის (ADP) სერვისი მომხმარებელს ეხმარება ისეთ შემთხვევებშიც კი, როგორებიცაა:

მოწყობილობის ვარდნა (არა უმეტეს 5მ სიმაღლიდან), ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება, LCD ეკრანის გაბზარვა, კლავიატურაზე წყლის, ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხმა. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ შემთხვევით გამოწვეულ ზიანს სტანდარტული საგარანტიო მომსახურება არ ფარავს.

ასე რომ, გაუთვალისწინებელი სიტუაციები აღარ არსებობს და მომხმარებელს თანხების დაზოგვის საშუალებაც აქვს. დამატებითი საგარანტიო მომსახურება ხორციელდება Lenovo-ს ავტორიზებულ სერვის ცენტრებში. მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები
სერტიფიცირებული ნაწილების გამოყენებით აკეთებენ დაზიანებულ კომპიუტერულ ტექნიკას. ისინი ყურადღებას აქცევენ წვრილმან დეტალებსაც, რაც შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია ხოლმე. თუკი მოწყობილობის შეკეთება ვერ მოხერხდა, მომხმარებელს ახალი ნივთი გადაეცემა. Lenovo თქვენს ლეპტოპს შიშის საფუძველს აღარ უტოვებს.

თუკი Lenovo-ს დამატებითმა საგატანტიო სერვისმა მოგხიბლათ, რომელიც ნოუთბუქის ან პლანშეტის შეძენისას ვრცელდება, ბრენდის პროდუქციის შეძენას მის ავტორიზებულ პარტნიორებთან შეძლებთ – ალტასა და ელიტ ელექტრონიქსში. სულ მალე კი, Lenovo-ს ტექნიკას ტექნიკის სხვა მაღაზიათა ქსელებშიც იხილავთ.

ისე, თქვენს ლეპტოპს რისი ეშინია? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ახალი წელი ახალ სახლში – „დემაქსის“ უპრეცედენტო საახალწლო შეთავაზება მათ, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურთ

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა იუპიტერის მთვარე ახლოდან გადაიღო