20
Sep
2019

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება ციფრებში

20 Sep 2019

ციფრები გვეხმარება ცხოვრების კანონზომიერებების დაჭერაში და კონკრეტულ შემთხვევებში, იმის გააზრებაშიც, ჩვენი ცხოვრების რამდენ დროს ვუთმობთ სხვადასხვა აქტივობას. მართალია, ხშირად, ზოგად სტატისტიკას ჩვენს თავზე ვერ ვავრცელებთ, თუმცა, მსგავსი მონაცემები მილიონობით ადამიანზე ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა. შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ არის გადანაწილებული ადამიანის დრო.

ის, თუ რამდენად ოპტიმალურად ან ნაყოფიერად ხდება თქვენ მიერ, თქვენივე დროის განაწილება, თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ მხოლოდ ციფრებზე ვსაუბრობთ. ციფრებზე, რომლებიც გვიყვებიან, რაში რამდენ დროს ხარჯავს ადამიანი.

საშუალოსტატისტიკური ადამიანი, დედამიწაზე 79 წელს ატარებს, ანუ 28 835 დღეს. აქედან, ძილისთვის 26 წელს ვიყენებთ, ცხოვრების 7 წელს კი დაძინების მცდელობაში ვხარჯავთ. 13 წელს სამსახურში ვატარებთ, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაოზე კი 1 წელს ვხარჯავთ (სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით არაა მოცემული, თუმცა გვგონია, საქართველოში, 1 წელზე მეტი შედეგი გვექნებოდა).

კვლევის მიხედვით, სოციალური მედიის მოხმარებაში 3 წელს ვატარებთ, 8 წელსა და 4 თვეს კი – ტელევიზორის ყურებაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი თაობების წარმომადგენლები სულ უფრო შორდებიან ტელევიზორის მოხმარების პრაქტიკას, უახლოეს მომავალში, ამ სტატისტიკის ცვლილებას უნდა ველოდოთ. რამე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა ხომ არ გამოგვრჩა? დიახ, კვების სტატისტიკაზე არ გვისაუბრია. ჭამაში ადამიანი, 79 წლიანი (საშუალო) სიცოცხლის მანძილზე 4 წელსა და 6 თვეს ხარჯავს. რაც შეეხება ჰიგიენას, 8 წელს აბაზანაში ვატარებთ, აქედან 3-ს, უშუალოდ, შხაპქვეშ. შვებულებისთვის მხოლოდ 3 წელი და 1 თვე გვემეტება, სოციალიზაციაში კი 1 წელს ვხარჯავთ. ვარჯიშზე კი გეტყვით, რომ 1 წელსა და 4 თვეს ვხარჯავთ მხოლოდ.

როგორც ვხედავთ, ძილი და სამსახურში გატარებული დრო ყველაზე მეტია ჩამოთვლილთაგან. მათ მოსდევს ტელევიზორის ყურება. ეს უკანასკნელი კი საკმაოდ ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანის როგორც სოციალურ, ასევე ფსიქიკურ, კოგნიტურ, თუ ფიზიკურ ფუნქციონირებაზე. ეს სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებენ მსოფლიო ტენდენციას – ნაკლები დრო დავუთმოთ ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აქტივობებს – სოციალიზაციასა და ვარჯიშს. უფრო ვირჩევთ პასიურ, ჩვენთვის დამაზიანებელ, სამომხმარებლო როლში ყოფნას და სხვადასხვა შოუებისა თუ სერიალების ყურებას.

ზემოთ ვისაუბრეთ, რომ ადამიანი სამსახურში ცხოვრების 13 წელს ხარჯავს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყანას, სადაც, ოფიციალურად, წლის განმავლობაში, ყველაზე მეტ საათს მუშაობენ:

რამდენ დროს ვხარჯავთ საქართველოში? ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება, არ გვაქვს. თუმცა, 9 წლიანი დაკვირვების შედეგად, კომპანია ლისი დეველოპმენტმა შეძლო და სტატისტიკა გამოთვალა, შესაბამისად, “მწვანე ქალაქში ლისზე” გვეუბნებიან, რომ უკვე იციან, როგორ და რაში ხარჯავენ კომპლექსის მაცხოვრებლები დროს:

მაგალითად, „ცხოვრების 7 წელს მწვანე პარკებში ბავშებთან თამაშში ატარებ. 6 წელი ტკბები ლამაზი ხედის ყურებით. ხოლო 8 წელს ღია აუზს უთმობ. აქ, ერთი წლის განმავლობაში, 365 დღე სუფთა ჰაერს სუნთქავ, ცხოვრების 4 წელს უყურებ, თუ როგორ ამოდის მზე თბილისის თავზე, 10 წელს კი ტბაზე სეირნობაში ატარებ. მწვანე ქალაქში ლისზე დღეში 24 საათს დაცულ, მშვიდ გარემოში ატარებ, სადაც არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას და წელიწადის 231 დღე ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს, ხოლო მეზობლებთან გატარებული თბილი მომენტები კი დაუთვლელია“.

რამდენ დროს ხარჯავთ ძილში? საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძილში? სამსახურში? ჭამა-სმაში? საშინაო საქმეში? საქართველოს სტატისტიკური მონაცემებს (რომლებიც, ოფიციალურად, არც არსებობს) რომ შევეშვათ, პირადად თქვენ, როგორ ანაწილებთ დროს? რაში არ გენანებათ „წლების გადახდა“?


სტატია მომზადებულია „ლისთან“ პარტნიორობის ფარგლებში.

განხილვა