პირველადი დახმარების მნიშვნელობა, ქვეყნის დონეზე, განიხილება, როგორც უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი. ყველა ადამიანი ასრულებს მთავარ როლს იმისათვის, რომ EMS (Emergency Medical Service) სისტემამ იმუშაოს ეფექტურად. პირველადი დახმარების შესახებ ინფორმაციის ქონის, კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარი როლის განსაზღვრისა და შესაბამისი მოქმედების პარალელურად, საჭიროა სათანადოდ აღჭურვილი პირველადი დახმარების სათავსო, რომლის ფლობაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უბედური შემთხვევების სიკვდილით დასრულების ალბათობას ამცირებს.
კომპანია Your Safety – სტუდენტ მარიამ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ახორციელებს უსაფრთხოებისა და პირველი დახმარების ყუთების იმპორტს თურქეთიდან საქართველოში: „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცნობიერების დონის ზრდას, შრომის უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების შესახებ, ასევე აღვჭურვოთ ინდივიდუალური მომხმარებლები თუ მსხვილი კომპანიები შესაბამისი ხარისხიანი ინვენტარით“, – მარიამ ივანიშვილი კომპანია Your Safety-ის დამფუძნებელი და დირექტორი.
პირველივე წუთებში გაწეული სწორი პირველადი სამედიცინო დახმარება მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის შენაჩუნების, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გართულებების თავიდან აცილების ალბათობას.
M: რამ გამოიწვია თქვენი ამ სფეროთი დაინტერესება და რა პრობლემას ჭრის Your Safety-ს არსებობა?
ყოველდღიურობაში ხშირია იმის ინციდენტი, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწრაფოს მოსვლამდე, ვერ ხერხდება, თუნდაც, მინიმალური პირველადი დახმარების გაწევა დაზარალებულთათვის, შესაბამისი აღჭურვილობის არ ქონის გამო, გარდა ამისა, არსებობს უამრავი უცხოური მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს, რეალურად, კარგად გამართული უსაფრთხო სასიცოცხლო გარემო. ჩვენი პროდუქტი ხელს უწყობს მომხმარებელს, დროულად აღმოუჩინოს პირველადი დახმარება დაზარალებულს და შესაბამისად, ბიძგი მივცეთ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს შექმნას.M: რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ საზოგადოებაში პირველადი დახმარების შესახებ ცნობიერების გაზდრის პროცესში?
ჩვენი კომპანია თანამშრომლობს “Safety academia-სთან“, რომელიც უშუალოდ შრომის უსაფრთხოების დაცვაზე მუშაობს, ასევე ატარებს სერტიფიცირებულ ტრენინგებს პირველადი დახმარების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენც ვაწვდით ინფორმაციას მომხმარებელს.
M: რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პირველადი დახმარების სათავსო და რის მიხედვით ხდება კომპლექტაცია?
ყუთებს გააჩნია საერთაშორისო სტანდარტული კომპლექტაცია:
OSHA – Occupational Safety and Health Administration;
ISO- International Organization for Standardization;
ILO- International Labour Organization.
თუმცა კომპანია იძლევა საშუალებას, თითოეული მათგანი დაკომპლექტდეს კლიენტის მოთხოვნისა და საწარმოს სპეციფიკის გათვალისწინებით.
ჩვენი პროვაიდერი კომპანიაა first plus, რომელიც თურქეთში XX საუკუნიდან მოღვაწეობს და აწარმოებს პირველადი დახმარების ინვენტარს. ყუთები უკვე დაკომპლექტებულია first plus -ის მიერ, პროდუქცია მრავალფეროვანია და გამოიყენება როგორც სამუშაო ადგილის (ფაბრიკა-ქარხნები, სამშენებლო ობიექტები, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები თუ ოფისები) სკოლებისქ თუ უნივერსიტეტებისთვის, ისე სამოგზაუროდ, ველოსიპედებისა ავტომობილებისთვის.
ასევე, გვაქვს სპეციალური დამწვრობის ყუთი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ საშუალებით, რომელიც დამწვრობის გავრცელების პრევენციას ახდენს და ხსნის უსიამოვნო შეგრძნებას.
M: სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება, მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ რა არხებს იყენებთ?
ოფისი ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში მდებარეობს, თუმცა გვაქვს მიტანის სერვისიც.
ჩვენი პროდუქციის სარგებლობის შესახებ, როგორც უკვე აღვნიშნე, იმართება ტრენინგები, ამასთანავე, პროდუქტსაც თან ახლავს ანოტაცია. კომუნიკაცია ხდება ფეისბუკგვერდისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.