in

დატოვე შენი ელექტრონული ხელმოწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე!

Windfor’s Tbilisi-სა და Signify-ს თავისუფლების მანიფესტი

„დამოუკიდებლობა ყველასია“ – ამ გზავნილით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ელექტრონული ხელმოწერა დააფიქსიროს. წესი მარტივია – გადადიხართ სპეციალურ ბმულზე, მონიშნულ გრაფაში უთითებთ სახელსა და გვარს, ბოლოს კი ადასტურებთ ხელმოწერას, „მაუსით“, ან – ტელეფონის „თაჩ სქრინით“.

კამპანიის იდეა Windfor’s Tbilisi-ს ეკუთვნის. პროექტზე, სააგენტომ, ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა Signify-სთან ერთად იმუშავა.

„საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია 1991 წელს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი. მას 88 ადამიანი აწერს ხელს. რეალურად კი, ამ იდეას, თითქმის, მთელი საქართველო უჭერდა მხარს [რეფერენდუმში მონაწილეობდა 3 302 572 ადამიანი (ამომრჩეველთა 90,3%). ამათგან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, მხარი დაუჭირა98,9%-მა]. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა, ერთგვარი, მანიფესტი, რომლითაც საშუალებას მივცემთ ნებისმიერ მსურველს, დატოვოს ხელმოწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. თავისუფლება ხომ უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ნებისმიერი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოსთვის“. 

ამავე კამპანიის ფარგლებში, 27 მაისიდან, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, იქ სადაც დაცულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ბეჭდური ვერსია, განთავსდება ეკრანი და ვიზიტორებს იქაც ექნებათ საშუალება, ელექტრონულად, ხელი მოაწერონ დოკუმენტზე.

„კამპანიის მთავარი გზავნილია „დამოუკიდებლობა ყველასია“. ის, მართლაც, მთელი ქვეყნის მონაპოვარია. სწორედ ამიტომ, ყველას აქვს შესაძლებლობა, უსასრულოდ გააგრძელოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მოხდება, სადაც ინახება თავად დოკუმენტი. ამ მანიფესტით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მნიშვნელობას“.

აქვე შეგახსენებთ, რომ Signify, ქართულ ბაზარზე, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა თუ ფიზიკურ პირებს, გაგზავნონ და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს ელექტრონულად.

თიბისიმ საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ანიმაცია მოამზადა

რუსული ოკუპაციის თემაზე, ილუსტრაციების კონკურსი დასრულდა – ნახეთ 10 საუკეთესო ნამუშევარი!