in

Myhome-ს კამპანიამ „შენი ზაფხული აქ არის“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა

Myhome-ს კამპანიამ „შენი ზაფხული აქ არის“ გაიმარჯვა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე, კატეგორიაში “THE BEST PR CAMPAIGN FOR SUPPORTING DOMESTIC TOURISM”. კამპანია შთაგონებული იყო საქართველოს ბუნების, ხალხის, სამზარეულოს, არქიტექტურის თუ ცხოვრების წესის სიყვარულით და ემსახურება შიდა ტურიზმის განვითარებას მძიმე 2020-ის განმავლობაში.

ამ ყველაფრის შთაგონებითა და შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად, Visa-სთან კოლაბორაციით Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა rent.myhome.ge და დაიწყო კამპანია – „შენი ზაფხული აქ არის“.

მართლაც, თითოეულმა ჩვენგანმა წელს თავიდან აღმოვაჩინეთ საქართველო და სირთულეების მიუხედავად მაინც მოვაწყეთ დიდი თავგადასავალი ჩვენი ქვეყნის მწვერვალების ასათვისებლად თუ ურბანული გარემოს უკეთ გასაცნობად.

„კამპანია მრავალი მიმართულებით იყო წარმოდგენილი ზაფხულის განმავლობაში. „ფორმულასთან“ ერთად შეიქმნა დილის რუბრიკა, სადაც გადიოდა სიუჟეტები Myhome-ს და ტელევიზიის ერთობლივი მოგზაურობის შესახებ, საქართველოში. ვუჩვენებდით ჩვენი ქვეყნის მიმზიდველ ადგილებს, ტურისტულ სერვისებს სხვადასხვა რეგიონში და ადგილობრივ სამზარეულოს. ასევე, ჩვენი მომზადებული ვიდეორგოლები განთავსებული იყო Facebook გვერდზე და 2 მილიონამდე ადამიანმა ჩვენთან ერთა იმოგზაურა საქართველოს კუთხეებში, ხოლო, მოთხოვნა ტურისტულ ქონებაზე 35%-ით გაიზარდა ზაფხულის განმავლობაში”, – ამბობს მურთაზ ფუტკარაძე, MY.GE-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

კამპანიის განმავლობაში, ციფრულ მედიაში თავსდებოდა სტატიები, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უკეთ დაგეგმვაში ეხმარებოდა მკითხველს. ასევე, განთავსებული იყო მხიარული ტესტებიც და ყველაზე პოპულარული ინფლუენსერები ადგილობრივ ტურისტებს აძლევდნენ რეკომენდაციებს დასვენების დასაგეგმად, MY.GE-ის გრაფიკულმა დიზაინერებმა კი შექმნეს საქართველოს ახალი ციფრული იდენტობა, რომელიც საფოსტო მარკებად და Facebook სტიკერებად იქცა.

„ჩვენ ვცდილობდით, შეგვექმნა რაღაც, მართლაც საჭირო, ვიცოდით რომ შეგვეძლო დავხმარებოდით როგორც კრიზისულ ვითარებაში მყოფ ტურისტულ ბიზნესს, ასევე შიდა ტურისტებისთვის გაგვეცნო საქართველოს თითოეული ლოკაცია, სადაც თავისი იდეალური ზაფხულის მოწყობა შეუძლიათ. ვფიქრობთ, ეს გამოგვივიდა. ჩვენი გუნდის ყოველი წევრისთვის დიდი სიხარულია როგორც კამპანიის წარმატება, ასევე აღიარება როგორც საუკეთესო კამპანია შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად“, – ამბობს MY.GE-ს ბრენდ მენეჯერი მარიამ გოგსაძე.

 

Credits:

Head of Marketing: Murtaz Putkaradze

Brand Manager: Mariam Gogsadze

Copywriter: Nika Ukhurgunashvili

Graphic Designers: Clara Ponia, William Foster

Motion Graphics Designer: Giga Robakidze

Digital Advertiser: Máriam Qochladze

DOP: Anri Putkaradze

 

[R]

როგორ აღიქვამს ჩვენი ტვინი კომპიუტერულ კოდს?

ურბანულ ინსტალაციად ქცეული ოპტიკური ილუზია – “დიუნები მოძრაობაში”