in

რამდენად დაგეხმარებათ „ფლირტის ჩეტბოტები“ გაცნობის აპლიკაციებში?

ChatGPT-ის გამოჩენა არც Tinder-ისა და მსგავსი აპლიკაციების მომხმარებლებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა. შედეგად, ფლირტისთვის სპეციალური გენერაციული AI ხელსაწყოები — YourMove და RIZZ შეიქმნა. ონლაინ რა ხდება, ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ რა მოხდება, როცა ადამიანები რეალურ ცხოვრებაში შეხვდებიან ერთმანეთს და იმის გახსენება მოუწევთ, რაც თავად კი არა, ხელოვნურმა ინტელექტმა მოაფიქრებინა ყურადღების მისაპყრობად?!

ამ ინსტრუმენტების მომხმარებლები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა დარწმუნებით ამბობენ, რომ YourMove-ის პასუხები მოსალოდნელზე უკეთესია…  საინტერესოა ისიც, რომ ერთ-ერთმა მათგანმა პარტნიორთან პირისპირ შეხვედრისას თავი უცნაურად იგრძნო და მოუწია, ეღიარებინა, რომ მიმოწერის დროს ChatGPT-ის იყენებდა…

დიმიტრი მირაკიანის, YourMove-ის დამფუძნებლის თქმით კი ამ პროდუქტს სამი ტიპის ადამიანი იყენებს:

  • ინტროვერტები და დაბალი სოციალური ენერგიის მქონე ადამიანები
  • ადამიანები, რომლებსაც ფლირტი ნაკლებად გამოსდით
  • ადამიანები, რომლებისთვისაც კონკრეტული კულტურა თუ ენა ახალია

ჩამოთვლილთაგან ბოლო შემთხვევაში კი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პირველივე შეხვედრისთანავე თვალშისაცემია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ინგლისური მშობლიური ენა არ არის… ხოლო ინტროვერტები მომხმარებელთა ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენენ. მირაკიანის თქმით, ადამიანთან პირისპირ შეხვედრა და მასზე შთაბეჭდილების მოხდენა გაცნობის აპლიკაციებზე ბევრად მარტივია, YourMove კი მომხმარებლებს სწორედ ამას სთავაზობს.

აი, რაც შეეხება RIZZ-ს, მისი დამფუძნებელი რომან ხავესი ამბობს, რომ ადამიანებს საუბრის წამოწყება უჭირთ, თანაც გაცნობის აპლიკაციებში უბრალოდ “Hi” ნაკლებად იპყრობს ყურადღებას… RiZZ კი მომხმარებლებს სწორედ საუბრის წამოწყებასა და გაგრძელებაში ეხმარება მანამ, სანამ მომხმარებლები კონკრეტულ ადამიანთან კომფორტულად არ იგრძნობენ თავს. 

თუმცა ზოგიერთი იმაზეც საუბრობდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არასწორ შთაბეჭდილებას ახდენდა პოტენციურ პარტნიორებზე, მაგალითად თუ ვინმეს YourMove-ის მიერ გენერირებულ ძალიან სასაცილო პასუხებს გაუგზავნიდით, პირისპირ შეხვედრისას იგივე მოლოდინი ექნებოდა, რეალურად კი, შესაძლოა, თქვენი იუმორი არც ისე დახვეწილი იყოს…

ბაუმერი განახლებული ბრენდინგით და დიდი გეგმებით MEP ინდუსტრიაში

მეცნიერებმა კვანტური ინფორმაცია ხმის ტალღების სახით შეინახეს — კვლევა