23
Mar
2014

Georgia Youth to Business Forum – 4-6 აპრილი

23 Mar 2014

youthtobusinessYouth To Business ფორუმი არის აისეკის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც შექმნილია, რათა გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა აისეკის აქტივობებში და უზრუნველყოს ფასეული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

წელს ღონისძიება 4-6 აპრილის ჩათვლით ჩატარდება, პროექტის მედია პარტნიორია Marketer.ge

Youth to Business Forum არის უნიკალური შესაძლებლობა, რომლის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდებსა და სხვადასხვა კომპანიების წამომადგენლებს, რათა დაიწყოს დისკუსია და გამოკვლეულ იქნას სხვადასხვა თემების ირგვლივ არსებული პრობლემები, ისეთი, როგორიცაა ინოვაცია, ბიზნესის სტაბილური განვითარება, ახალგაზრდების უმუშევრობა და ა.შ.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 500-მდე სტუდენტი და თაობათა ფოკუს ჯგუფები. კონფერენცია წარიმართება სიტყვით გამოსვლების, ინტერაქტიულ-გუნდური სიმულაციების და დისკუსიების სახით. ამ აქტივობების მიზანია აღმოფხვრას პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც არსებობს ახალგაზრდებსა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის 3 ძირითადი საკითხის განხილვით: საერთაშორისო ტენდენციები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, საქართველოში ბიზნესის მართვის გზებსა და განათლების სისტემაზე.

ფორუმი შეეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ინოვაციების როლი, ბიზნესის მდგრადი განვითარება და ახალგაზრდების უმუშევრობა.

ეწვიეთ ფორუმის ოფიციალურ გვერდს Facebook-ზე: https://www.facebook.com/GeorgiaY2B

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც დაინტერესებულია ბიზნეს-სფეროთი. რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაცია: www.bit.ly/YouthToBusinessForum (რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მარტი)

სამუშაო ენა : ინგლისური

AIESEC (აისეკი) მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რომ იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე.

განხილვა