YouTube-მა ახლახან გამოაქვეყნა შემოქმედებითი ტრენდების მოხსენება, რომელიც ამჯერად Creative Maximalism-ის ირგვლივ ტრიალებს — ქოლგა ტერმინია იმ კონტენტის ტრენდების აღსანიშნავად, რომლებიც აქტუალურია აპლიკაციაში. თუმცა მაინც რას ნიშნავს ეს? როგორც პლატფორმა აღწერს: „სხვადასხვა შემოქმედებითი და კულტურული ტენდენციების ერთგვარი ნაზავია, რაც კულმინაციას აღწევს უფრო ინფორმაციულად დატვირთული, თანამშრომლობითი კონტენტის ფორმაში. ეს უკანასკნელი კი ვებწიგნიერებასა და შიდა ხუმრობებს ეყრდნობა“.
ქვემოთ მოხსენების ერთ-ერთ გვერდს წარმოგიდგენთ, რომელშიც Creative Maximalism-ის 4 მთავარი ელემენტია ასახული: Audio/Visual Complexity, Narrative Co-creation, Internet-referential & Global Influence. მაგალითებში კი Skibidi Toilet-ის სერიებს, EPIC: The Musical-სა და კატის მიმების ვიდეოებს ვხვდებით:

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ეს კონცეფცია სთორითელინგის გამო მუშაობს და, ამასთან, იმ ფაქტის წყალობით, რომ კრეატორებმა მიმზიდველი, ადამიანებზე ორიენტირებული ნარატივები შექმნეს, რომლებიც ემოციებს აღძრავს. შესაძლოა, Skibidi Toilet სულაც არ გიზიდავდეთ, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ აქ საქმე ნაკლებად ეხება პრეზენტაციასა და მიდგომას, უფრო მეტად ძველი თამაშების ნოსტალგიებს აღვიძებს, კეთილისა და ბოროტის არქეტიპებს წარმოგვიდგენს. ამიტომაც, აქ მთავარი სთორითელინგშია, რითაც იგი ეფექტურიც ხდება…
YouTube ამტკიცებს, რომ Creative Maximalism არის ზუსტად ის, რითაც კრეატორები და აუდიტორია გადატვირთულ, სწრაფად მზარდ ციფრული კულტურის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს კი არსადაა იმაზე კარგად ილუსტრირებული, ვიდრე Italian brain rot-ში:

Brain rot-ის მიმები აჩვენებს, როგორ ვრცელდება მაქსიმალისტური ენერგია… მაყურებელი მხოლოდ ყურებით კი არ კმაყოფილდება, არამედ რეალურ დროში ქმნის სამყაროებს, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება.

გამომდინარე იქიდან, რომ 100-ზე მეტ ქვეყანაში მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად მილიარდ საათზე მეტს უყურებს პლატფორმაზე, გასაკვირი არც არის, რომ YouTube მაქსიმალისტური შემოქმედებითობის აყვავების სატესტო სივრცედ ჩამოყალიბდა. შედეგად, 2025 წლის შემოქმედებითი მაქსიმალიზმი მიგვანიშნებს, რომ YouTube-ზე საკმარისი მხოლოდ ძალიან ბევრი რამ არის…

სრული, ვიზუალურად შთამბეჭდავი მოხსენების ჩამოტვირთვას ამ ლინკიდან შეძლებთ.











