ვიდეოს ატვირთვას რომ თავი დავანებოთ, ალბათ, YouTube-ის სტუმრები მრავალჯერ ყოფილხართ. მარტივი ფორმულა აქვს, რომელიც ვიდეოს შეუფერხებლად ყურების საშუალებას გაძლევთ. თუმცა რამდენიმე ისეთი ფუნქციაც, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლადაა შექმნილი. თანაც, საკმაოდ მარტივია გამოსაყენებლად, რაშიც სტატიის დასრულებამდე დარწმუნდებით:
KEYBOARD SHORTCUTS
YouTube-ზე ნავიგაცია თქვენთვის კიდევ უფრო მარტივი რომ გახდეს, რამდენიმე ღილაკზე გეტყვით — თუ J-ს დააკლიკებთ, უკან გადაიხვევა 10 წამით, L ღილაკი კი პირიქით იმოქმედებს. ყველა შესაძლო ვარიანტზე რომ მიიღოთ ინფორმაცია, პროფილის ფოტოს დააკლიკეთ და Keyboard shortcuts აირჩიეთ, რის შემდეგაც ამ ფანჯარას დაინახავთ:
FILTERS
თუ აქამდე არ დაჰკვირვებიხართ, საძიებო ჩანართთან ახლოს ფილტრების ღილაკია, რომელიც ძიებას ატვირთვის დროის, ხანგრძლივობის, ვიდეოს ტიპისა და სხვა მახასიათებლებზე დაყრდნობით გთავაზობთ…
ONE-CLICK SCREENCAPS
YouTube-ზე რასაც უყურებთ, სხვებს მარტივად რომ გაუზიაროთ, სწორედ ამ შესაძლებლობას გაძლევთ SCREENCAPS-ის ფუნქცია. ვიდეოს მარჯვენა ღილაკით ორჯერ დააკლიკეთ და აირჩიეთ Save video frame as… და იგი თქვენს ეკრანს PNG ფორმატში შემოგთავაზებთ. როგორც ამბობენ, ეს ფოტოების გაზიარების ბევრად უფრო სწრაფი და მარტივი გზაა, ვიდრე ე. წ. სქრინშოთების გადაღება. თუმცა ჯერ მხოლოდ პრემიუმ გამომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი.
PICTURE-IN-PICTURE MODE
დაბოლოს, კვლავ პრემიუმ გამომწერებს Picture in Picture-ის რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ — თუ Chrome-ზე დაფუძნებულ ბრაუზერს იყენებთ, იქნება ეს Google Chrome თუ Microsoft Edge, ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ვიდეოებს პატარა მოძრავ ფანჯარაში უყუროთ და პარალელურად სხვა რაღაცები აკეთოთ.
ვიდეოს მარჯვენა ღილაკით ორჯერ დააკლიკეთ და მენიუდან Picture in Picture აირჩიეთ. ვიდეო პატარა ფანჯარაში გაიხსნება, რომლის მოძრაობასაც დესკტოპზე ნებისმიერ ადგილზე თავისუფლად შეძლებთ. ამ ფუნქციის გამოყენებას ტელეფონითაც შეძლებთ, თუმცა ინსტრუქციები ცოტათი განსხვავებულია, აქ პარამეტრებიდან მარტივად PiP ფუნქცია უნდა გააქტიუროთ.