in

YouTube კრეატორებს 5 ახალ ხელსაწყოს სთავაზობს

veon
veon

Made On YouTube-ის ღონისძიებაზე იმ ახალი ფუნქციების შესახებ გახდა ცნობილი, რომლებიც კრეატორებს კონტენტის შექმნის, რედაქტირებისა და გაზიარების ახალ გზებს შესთავაზებს. როგორც გვეუბნებიან, ეს ხელსაწყოები შემოქმედებითი გამოხატვის ახალ ფორმებს გაუხსნის გზას, დროის დაზოგვაში და ძვირიანი ამოცანების შემცირებაში დაგვეხმარება, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო მეტ მაყურებელზე… და აი ისინიც:

1. Dream Screen 

ამ ფუნქციით YouTube Shorts-ში AI-ს მიერ გენერირებული სურათისა თუ ვიდეოს დამატებას შეძლებთ.

2. YouTube Create

ახალი აპლიკაციაა, რომელიც ვიდეო კონტენტის შექმნას თქვენი ტელეფონიდანვე გთავაზობთ.

3. AI Insights

თუ თემების მოფიქრება გიჭირთ, AI Insights დაგეხმარებათ — ვიდეოსთვის იდეებს შემოგთავაზებთ იმის მიხედვით, რასაც YouTube-ზე თქვენი აუდიტორია უკვე უყურებს.

4. Aloud

ავტომატური ხელსაწყოა, რომელიც კონტენტის უფრო მეტ ენაზე თარგმნის შესაძლებლობას გაძლევთ.

5. Assistive Search in Creator Music

AI ასისტენტის მქონე საძიებო ხელსაწყო დაგეხმარებათ, თქვენი ვიდეოსთვის საუკეთესო მუსიკა იპოვოთ…

ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – ინტერვიუ ფერმერ ზეზვა ობგაიძესთან

ოფიციალურ რესელერებთან Apple-ის ახალი პროდუქტების წინასწარი შეკვეთები დღეიდანაა შესაძლებელი