in

შესაძლოა, Youtube-ზე ვიდეოს ჩართვამდე 5 რეკლამის ყურება მოგიწიოთ

veon
veon

დიახ, სანამ ჩვენთვის სასურველი ვიდეო ჩაირთვება, ლოდინი და Youtube-ის რეკლამების ყურება გვიწევს. ხოლო, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადასულხართ YouTube Premium-ზე, უფრო ცუდი ამბავი გვაქვს: ყოველი ვიდეოს წინ პლატფორმამ ჩვეულებრივ 2 რეკლამაზე მეტი შეიძლება დაამატოს. 

სოციალურ ქსელებში ადამიანები ამაზე უკვე საუბრობენ კიდეც, მაგალითად, ტვიტერზე ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ 2-ის ნაცვლად 5 რეკლამის ყურება მოუწია, თანაც, ისე, რომ Skip ღილაკის გამოყენება არ შეეძლო. ამ ტვიტს Google-ის მფლობელობაში მყოფმა საიტმაც კი უპასუხა — ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მომხმარებლები გამოიყენებენ ფორმატს, რომელიც ცნობილია, როგორც ბამპერული რეკლამები, იგი მხოლოდ 6 წამამდე გრძელდება. 

სამწუხაროდ, არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რამდენად მასშტაბური იქნება ეს ტესტირება ან იქცევა თუ არა იგი ნორმად. თუმცა მომხმარებლებს უკუკავშირის ინსტრუმენტის შესახებ შეატყობინეს, რათა მათ თავიანთი აზრების დაფიქსირება შეძლონ.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ ინტერნეტში ატეხილი აურზაური პლატფორმას მიღებულ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს.

როგორი იქნება სოციალური მედია მომავალში? — აი, რას გვთავაზობს მონაცემები

Ad Black Sea 2022: რაზე ისაუბრებენ MRKTRG-ის პანელის სტუმრები 16 სექტემბერს?