YouTube-ზე ვიდეოს ყურებისას, ad-block-ის გაფრთხილებისას, უკუმთვლელი ჩაირთვება. ახალი ფუნქცია ვიდეოპლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შეამჩნია და ამის შესახებ სქრინი Reddit-ზე გამოაქვეყნა. ანალოგიური გამოცდილების შესახებ, კომენტარში სხვა მომხმარებელმაც დაწერა. უკუმთვლელი ტაიმერის ზუსტი ხანგრძლივობა, ამ დროისათვის, ცნობილი არ არი, თუმცა, სავარაუდოდა, 30-40 წამი იქნება.
სავარაუდოდ, Google ამ ფუნქციას ამოწმებს შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებთან. შესაბამისად, ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება გაუმართლოს და ეს pop-up ფანჯარა არ შეხვდეს. YouTube-ის პლატფორმამ ივნისში დაიწყო სამი გაფრთხილების პოლიტიკის ტესტირება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეკლამის ბლოკერებს იყენებდნენ.
YouTube-ის წარმომადგენლების თქმით, ესაა პატარა ექსპერიმენტი, რომელიც ვიზიტორებს უბიძგებს გამორთონ რეკლამის დაბლოკვის ფუნქცია. რეკლამის ბლოკერი არ არის ახალი და პლატფორმის წარმომადგენლები რეგულარულად ცდილობენ მომხმარებლებს მისი გამორთვისაკენ უბიძგონ. კომპანიის თქმით, „რეკლამის დაბლოკვით მომხმარებლები YouTube-ის მომსახურების პირობებს არღვევენ“.
„ექსტრემალურ შემთხვევებში, როდესაც მაყურებლები აგრძელებენ რეკლამის ბლოკერების გამოყენებას, ვიდეო დროებით გაითიშება, – განმარტა კომპანიამ.
ამ თვის დასაწყისში კომპანიამ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის (AI) ავტომატურად გენერირებული აღწერების გამოცდა პლატფორმაზე. სწორედ ეს ფუნქცია გაუადვილებს მომხმარებლებს ვიდეოს შესახებ სწრაფი აღწერის წაკითხვას.
წყარო: siasat