in

YouTube რეკლამების გათიშვის შესაძლებლობას ართულებს

როგორც ჩანს, YouTube აქტიურად უჭერს მხარს რეკლამის შემქმნელებს და მომხმარებლებს სრულად უჭრის მათგან თავის არიდების გზებს… ამჯერად რეკლამის ბლოკერების პრობლემას ეხება — Reddit-ის მომხმარებლებმა პლატფორმაზე გააზიარეს სქრინშოთები, სადაც კონკრეტული მითითებები ჩნდებოდა: თუ რეკლამის დაბლოკვის ფუნქციას არ გათიშავდნენ, კონტენტი მიუწვდომელი იქნებოდა.

ასევე, ზოგიერთმა მომხმარებელმა ისეთი შეტყობინებები მიიღეს, სადაც აცნობდნენ, რომ რეკლამის ბლოკერების გამოყენება YouTube-ის მომსახურების პირობებს არღვევს. შესაბამისად, სისტემას შეუძლია, აღმოაჩინოს AdBlock Plus და uBlock Origin Firefox-ზე; სხვა ბრაუზერებშიც იღებდნენ გაფრთხილებებს, რაც ალბათ სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს.

რეალურად, აღნიშნული ფუნქცია ღირებულია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ YouTube Premium, არამედ მათთვისაც, ვისაც ინტერნეტში გადაჭარბებული რეკლამები აწუხებთ. თუმცა თუ იუთუბი მსგავს შეზღუდვას შეინარჩუნებს, შემაწუხებელი იქნება ამ გაფართოების მუდმივად ჩართვა-გამორთვა.

საბედნიეროდ, ეს განახლება ჯერ ყველგან არ არის გავრცელებული. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამჟამად ფუნქცია ტესტირების რეჟიმშია, რათა მომხმარებლები YouTube Premium-ის გამოყენებისკენ წაახალისოს.

რატომ ვერ ვასწრებთ ცხოვრებას? 1000 წუთი — ღონისძიება თემებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს

Young Lions 2023-ის შორთლისთი და რჩევები სამომავლოდ! – ქართველი გუნდები გამოცდილებას გვიზიარებენ!