in

Youtube-ზე ჰოლივუდის ფილმები უფასოდ, მაგრამ Pop-up რეკლამებით დაიდო

ჰოლივუდის ათობით სრულმეტრაჟიანი „ბესთსელერი“ Youtube-ზე უფასოდ დაიდო. თუმცა, ამ კონტენტის უარყოფითი მხარე, იქვე განთავსებული რეკლამებია.

გამოცემა AdAge-ის ინფორმაციით, პლატფორმას “Free to watch“ დაემატა. ამ სექციის ფილმებსა და შოუებს მაყურებელი უფასოდ ნახავს, თუმცა, ზუსტად ისეთი რეკლამები და ბანერები “ამოხტება”, როგორიც Youtube-ზე განთავსებულ ვიდეოებს აქვს. ანუ, შესაძლებელი იქნება, მაგალითად, “Legally Blonde“-ის, „The Terminator“-ის, “Rocky“-სა და სხვა კინოებს უფასოდ ყურება, თუმცა, მაყურებელს სხვადასხვა რეკლამის ნახვაც მოუწევს.

პირველი ქართული ბრაუზერი და 1200 ხმა ბერლინამდე

„გჯეროდეს ოცნებების“ – ნაომი კემპბელი და ზოი კრავიცი Tiffany & Co.-ს საახალწლო რეკლამაში