in

YouTube-ის ახალი ხელსაწყოებით გაიგებთ, როდის გამოიყენებს AI თქვენს ხმასა და სახეს

veon
veon

YouTube-მა სულ ახლახან განაცხადა, რომ კრეატორებისა და ხელოვანების დასახმარებლად ორ ახალ ხელსაწყოს ჩაუშვებს. პლატფორმას სურს, მათ გენერაციულ AI მოდელებთან გამკლავებაში დაეხმაროს… 

ახალი ხელსაწყოებიდან პირველი ხელოვანებს საშუალებას მისცემს, დაადგინონ ის შემთხვევები, როცა AI-ის მიერ გენერირებულ მათსავე ხმის ასლს YouTube-ზე ატვირთულ სიმღერებში გამოიყენებენ. ამ პროცესში ContentID გახლავთ ჩართული — YouTube-ის მანამდე არსებული სისტემა, რომელიც სწორედ კონტენტის საავტორო უფლებებზე ზრუნავს. ხოლო მეორე ხელსაწყო იუთუბერებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ინფორმაციები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტზე, რომელშიც მათი სახე იკვეთება, თანაც პლატფორმისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ინდუსტრიიდან ხართ, ფუნქცია ყველასთვის მოქმედებს, იქნება ეს მსახიობი თუ სპორტსმენი. 

როგორც YouTube-ის ვიცე-პრეზიდენტისგან გავიგეთ, პირველი ახალი ხელსაწყო უკვე ჩაშენებულია, ხოლო მეორეზე კომპანია ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს.

AI უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს, აძლიერებს კრეატორებს, გამოხატონ საკუთარი თავი ინოვაციური და ამაღელვებელი გზებით. YouTube-ში უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი კრეატორები და პარტნიორებიც მიჰყვნენ ამ განვითარებად ლანდშაფტს. ეს ნიშნავს მათი იმგვარი ხელსაწყოებით აღჭურვას, რომლებიც, AI-ის შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებასთან ერთად, მასზე კონტროლის შენარჩუნებაშიც დაეხმარებათ, იმის გაკონტროლებაში, არის თუ არა მსგავსები მათი სახისა და ხმის კუთხით, — აცხადებს ამჯად ჰანიფი, YouTube-ის ვიცე-პრეზიდენტი.

თუ ჰანიფს დავუჯერებთ, მალე YouTube კიდევ შემოგვთავაზებს ახალ ხელსაწყოებს, რათა მომავალში ხელოვნურ ინტელექტთან თანაცხოვრება რაც შეიძლება პროდუქტიულად შევძლოთ.

საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ AD BLACK SEA-ის მთავარ სცენაზე კვლავ გამოვლინდება Young Creative 2024

Kit-Kat-ის რეკლამაში ოფისის თანამშრომელი საქმეების მაგნიტად იქცა