in

Youtube-ს ახალი AI ფუნქციები ემატება

M2

წერილში, რომელსაც YouTube ყოველწლიურად გვთავაზობს, CEO ნილ მოჰანმა AI 2025 წელს კომპანიის 4 ძირითად მიმართულებაში წარმოგვიდგინა. ისიც გვითხრა, რომ კომპანია ინვესტიციებს ჩადებს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებში კრეატორებისთვის, იმ ადამიანების ჩათვლით, რომელთაც ვიდეოებისთვის იდეები თუ თარგმანი სჭირდებათ. ეს უკანასკნელი Partner Program-ში ამ თვეში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო დანარჩენს კომპანია AI ფუნქციის დახმარებით გადაწყვეტს: მომხმარებლის ასაკს დაადგენს, შემდეგ კი შესაბამის კონტენტსა და რეკომენდაციებს შესთავაზებს. 

რაღა თქმა უნდა, კრიტიკის გარეშე არც AI-ის ჩართვას ჩაუვლია ვიდეოების შექმნის პროცესში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტი პლატფორმის ხარისხს გააფუჭებს და ცუდად გაკეთებული AI კონტენტი ყველაფერს გადაფარავს. თუმცა მეორე მხარე ამ ამბავს მეტად ოპტიმისტურად უყურებს და მიაჩნია, რომ AI კარგი დამხმარე ხელსაწყო იქნება და არა, შემოქმედებითობის ჩამნაცვლებელი. 

ასეა თუ ისე, სხვა AI ფუნქციები კრეატორებს ახალ აუდიტორიებამდე მისვლაში დაეხმარება, რაც მოიცავს ავტომატური თარგმნის ფუნქციასაც კრეატორის მინიმალური ძალისხმევით. აღნიშნულიც ამ თვის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი YouTube Partner Program-ში. ამასთან, მანქანური სწავლების ტექნოლოგიასაც მიმართეს, რომელიც პლატფორმაზე მომხმარებლის ასაკს გამოითვლის და მათ შესაბამის რეკომენდაციებს შესთავაზებს.

მეტიც, თუ YouTube-ს დავუჯერებთ, კომპანია ინვესტიციებს ჩადებს იმგვარ ხელსაწყოებში, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევების გაკონტროლება შეეძლება პლატფორმაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საპილოტე პროგრამა Creative Artists Agency (CAA) ახლა უფრო მეტ ადამიანს მისცემს წვდომას ტექნოლოგიაზე, რომლითაც AI კონტენტის მართვა შეეძლებათ.

გასულ შემოდგომაზე ისიც გვითხრეს, რომ AI ხელსაწყოებზე მუშაობენ, რომელიც კრეატორებს საკუთარი სახისა და ხმის მავნედ გამოყენებისგან დაიცავს. არსებული Content ID სისტემა კი საავტორო უფლებების დაცვაზე იზრუნებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმულირებულ ხმასა და სახეს დაადგენს.

რაც შეეხება YouTube-ის სხვა მთავარ მიმართულებებს 2025 წელს, მათ შორის ვხვდებით — YouTube-ს, როგორც კულტურის ეპიცენტრს, როგორც ჰოლივუდსა და ახალ სატელევიზიო სივრცეს…

Tinder რეკლამაში ნამდვილი ბრიჯიტ ჯონსის ამბავს ჰყვება

კრეატიულობის საიდუმლო ტვინში – მეცნიერების ახალი მიგნება