ხელოვნურმა ინტელექტმა სრულად დაიპყრო ტექნოლოგიური სფერო და როგორც ჩანს, არც გაჩერებას აპირებს… Youtube-მა სულ ახლახან განაცხადა, რომ მალე კრეატორებს პლატფორმაზე AI რედაქტირების ხელსაწყოებს შესთავაზებს.
„ხელოვნური ინტელექტის ძალა იმ გზებით ვლინდება, რომლებიც გარდაქმნის ვიდეოს და ერთი შეხედვით შეუძლებელს შესაძლებელს გახდის“, — ვკითხულობთ ნილ მოჰანის, YouTube-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის წერილში.
„ერთი შეხედვით შეუძლებელში“ კი იგი ფანტასტიკური ელემენტების დამატებას გულისხმობს, იქნება ეს ვიდეოს ფონები თუ YouTube საზოგადოებისთვის ვირტუალური ტანსაცმლის მორგების შესაძლებლობა.
იმასაც აღნიშნავენ, რომ გენერაციული AI-ის ზრდა, ყალბი ვიდეოების კუთხით, ინტერნეტში შეშფოთების საგანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ინფორმაციები არ ვრცელდება, შესაძლოა, მაინც არსებობდეს სხვა საშუალებები, რომლითაც საზიანო ქმედებების ჩადენას შეძლებენ…
ამის გათვალისწინებით კი, მოჰანი გვეუბნება, რომ კრეატორების დასაცავად განახლებას გარკვეული დრო დასჭირდება… დაბოლოს, AI ფუნქციები YouTube-ის ბოლოდროინდელ განახლებას შეუერთდება, რომელიც ვიდეოების სხვადასხვა ენაზე ყურების საშუალებას გვაძლევს.