ოღონდ იმ შემთხვევებში, როცა ეს კონტენტი თქვენი სახის ან ხმის სიმულაციას ახდენს… როგორც ჩანს, Meta არ არის ერთადერთი პლატფორმა, რომელიც AI-ის მიერ გენერირებულ კონტენტზე ზრუნავს. ცოტა ხნის წინ YouTube-მაც შემოგვთავაზა პოლიტიკის ცვლილება, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ AI-ის მიერ გენერირებული თუ სხვა კონტენტის წაშლა, რომელიც მათ სახეს ან ხმას იმეორებს.
იმის ნაცვლად, რომ ვიდეოს წაშლა შეცდომაში შემყვანი კონტენტის გამო მოითხოვონ, როგორც ეს Deepfake-ების შემთხვევაში ხდება, YouTube-ს სურს, დაზარალებულმა მხარეებმა კონტენტის წაშლა კონფიდენციალობის დარღვევის გამო ითხოვონ. ახლახან განახლებული Help-ის დოკუმენტაციიდან კი ვიგებთ, რომ იგი პირველი მხარის ჩვენებებს ითხოვს, სადაც გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევები იქნება, როცა დაზარალებული არასწრულწლოვანია, არ აქვს წვდომა კომპიუტერთან, გარდაცვლილია და სხვა.
თუმცა პლატფორმისთვის მხოლოდ მოთხოვნა არ არის საკმარისი კონტენტის წასაშლელად, მათ თავად უნდა განიხილონ აღნიშნული საკითხი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. მაგალითისთვის დააკვირდება, კონტენტი რამდენადაა AI-ის მიერ შექმნილი, ნახავს, რამდენად შეიძლება პიროვნების იდენტიფიკაცია, ამ კონტენტში პაროდიული, სატირული ან რაღაც ისეთი ხო არ არის, რაც მას საზოგადოების ინტერესის საგნად აქცევს. დააკვირდება AI კონტენტში საჯარო ფიგურა ან ცნობადი სახე ხომ არ არის, კრიმინალურ აქტივობებს, ძალადობასა და სხვა მსგავს შემთხვევებს „სენსიტიურ ქცევად“ აღიქვამს.
როგორც YouTube ამბობს, იგი კონტენტის ავტორს რეაგირებისთვის 48 საათს მისცემს და თუ ამ დროში წაშლის, საქმეც დაიხურება. სხვა შემთხვევებში კი პლატფორმა განხილვას დაიწყებს… მომხმარებლებს ასევე აფრთხილებენ, რომ წაშლა ვიდეოს სრულად ამოღებას ნიშნავს ვებგვერდიდან, თუ შესაძლებელია, პიროვნების სახელისა და პირადი ინფორმაციების წაშლასაც სახელიდან, რაც ვიდეოს აღწერასა და მონიშვნებსაც ეხება. ვიდეოში გამოყენებული სახეების დამალვაც შეუძლიათ, თუმცა არა ვიდეოს Private-ად ქცევა, რათა წაშლის მოთხოვნა თავიდან აირიდონ, რადგან ვიდეოს ნებისმიერ დროს შეიძლება დაუბრუნეს საჯარო სტატუსი.
თუმცა არ გეგონოთ, რომ YouTube AI-ის წინააღმდეგია, თავადაც კი ატარებს ამ უახლეს ტექნოლოგიაზე ექსპერიმენტებს, უბრალოდ სურს, ადამიანებს უთხრას, რომ კონტენტისთვის AI იარლიყის მინიჭება, მათ სულაც არ იხსნის პასუხისმგებლობისგან…